1. კომისიამ განმახორციელებელი აქტების მეშვეობით უნდა განსაზღვროს შემდეგი პროცედურული ნორმები:

(a) ანაზღაურებასა და გადასახადისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით 116-ე მუხლის თანახმად;

(b) 121(4)-ე მუხლის თანახმად კომისიისთვის ინფორმირებასთან და მისაწოდებელ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

ეს განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს 285(4)-ე მუხლში მოცემული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

2. კომისიამ 116(3)-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს განმახორციელებელი აქტების მეშვეობით.

ეს განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს 285(2)-ე მუხლით გათვალისწინებული საკონსულტაციო პროცედურის შესაბამისად.

თუ 285(1)-ე მუხლით გათვალისწინებული კომიტეტის დასკვნა მისაღებია წერილობითი პროცედურის მეშვეობით, გამოიყენება 285(6)-ე მუხლი.

თავი 4

საბაჟო დავალიანების დაფარ