1. განაცხადი 116-ე მუხლის შესაბამისად ანაზღაურებასა ან გადახდისგან გათავისუფლებაზე უნდა გადაეგზავნოთ საბაჟო ორგანოებს შემდეგ პერიოდებში:

(a) ზედმეტად დარიცხული იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობების, შესაბამისი ორგანოების მხრიდან დაშვებული შეცდომის ან კეთილსინდისიერების პრინციპის შემთხვევაში, საბაჟო დავალიანების შესახებ შეტყობინების თარიღიდან სამი წლის განმავლობაში;

(b) წუნდებული ან კონტრაქტის პირობებთან შეუსაბამო საქონლის შემთხვევაში, საბაჟო დავალიანების შესახებ შეტყობინებიდან ერთი წლის ვადაში;

(c) საბაჟო დეკლარაციის გაუქმების შემთხვევაში, გაუქმებასთან დაკავშირებით მოქმედ წესებში მითითებულ პერიოდში.

პირველი აბზაცის (a) და (b) ქვეპუნქტებში აღნიშნული პერიოდი უნდა გაგრძელდეს იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი წარადგენს იმის დამამტკიცებელ საბუთს, რომ მას ხელი შეეშალა განსაზღვრულ ვადაში განაცხადის წარდგენაში, რაც გამოწვეული იყო გაუთვალისწინებელი ან ფორს მაჟორული გარემოებებით.

2. თუ საბაჟო ორგანოებს დასახელებული საფუძველებით არ შეუძლიათ იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობის ანაზღაურების ან მისგან გათავისუფლების უფლების გაცემა, საჭიროა შესწავლილ იქნეს ანაზღაურების ან გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ განაცხადის კონკრეტული გარემოებების შესწავლა 116-ე მუხლში მითითებული ანაზღაურებისა ან გადასახადისგან გათავისუფლების სხვა დანარჩენი საფუძვლების გამოყენების კონტექსტში.

3. 44-ე მუხლის თანახმად საბაჟო დავალიანების შესახებ შეტყობინების გასაჩივრების შემთხვევაში, 1-ლი პუნქტის პირველ აბზაცში მითითებული შესაბამისი პერიოდი უნდა შეჩერდეს იმ თარიღიდან, როცა მოხდა გასაჩივრება, სააპელაციო წარმოების პერიოდით.

4. თუ საბაჟო ორგანო გასცემს ანაზღაურების ან გადასახადისგან გათავისუფლების უფლებას 119-ე და 120-ე მუხლების შესაბამისად, შესაბამისმა წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აცნობონ კომისიას ამის შესახე