1. იმპორტის გადასახადის ოდენობა უნდა ანაზღაურდეს ან მოხდეს მისგან გათავისუფლება იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო დავალიანების შესახებ შეტყობინება უკავშირდება იმ საქონელს, რომელიც იმპორტიორმა უარყო რადგან, გაშვების მომენტში, ისინი იყო წუნდებული ან არ აკმაყოფილებდა იმ კონტრაქტის პირობებს, რომელთა საფუძველზეც მოხდა მათი იმპორტი.

უნდა ჩაითვალოს, რომ წუნდებული საქონელი მოიცავს მათ გაშვებამდე დაზიანებულ საქონელს.

2. მე-3 პუნქტის მიუხედავად, ანაზღაურების ან გადახდისგან გათავისუფლების უფლება უნდა გაიცეს იმ პირობით, თუ საქონელი არ იქნა გამოყენებული, გარდა იმ თავდაპირველი გამოყენებისა, რომელიც შეიძლება საჭირო ყოფილიყო იმის დასადგენად, იყო თუ არა ის წუნდებული ან შეესამებოდა თუ არა ის კონტრაქტის პირობებს, და იმ პირობით, რომ მოხდება მათი გატანა ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან.

3. ანაზღაურების ან გადახდისგან გათავისუფლების უფლება არ უნდა გაიცეს იმ შემთხვევაში, როცა:

(a) საქონელი თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებამდე მოექცა გამოცდის სპეციალურ პროცედურებში გარდა იმ შემთხვევისა თუ არ დადგინდა რომ ფაქტი, რომ საქონელი იყო წუნდებული ან არ აკმაყოფილებდა კონტრაქტის პირობებს, ვერ გამოვლინდებოდა ამ გამოცდის პროცესში ჩვეულებრივ ვითარებაში;

(b) საქონლის დეფექტიანობა გათვალისწინებულ იქნა კონტრაქტის პირობების შედგენისას, კერძოდ, ფასის განსაზღვრისას, საქონლის იმ სასაქონლო ოპერაციაში მოქცევამდე, რომელიც მოიცავს საბაჟო დავალიანების წარმოქმნას; ან

(c) საქონელი გაყიდა განმცხადებელმა მას შემდეგ რაც დარწმუნდა, რომ ის იყო წუნდებული ან არ შეესაბამებოდა კონტრაქტის პირობებს.

4. ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან გატანის ნაცვლად, და შესაბამისი პირის მიმართვისას, საბაჟო ორგანოებმა უნდა გასცენ მოცემული საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე დამუშავების პროცედურაში, მათ შორის, განადგურების მიზნით, ან გარე ტრანზიტის, საბაჟო დასაწყობების ან თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის უფლებ