1. საურავი გადაუხდელ საბაჟო გადასახდელებზე უნდა დაირიცხოს იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობაზე განსაზღვრული ვადის ამოწურვის დღიდან ანგარიშსწორების დღემდე.

იმ წევრი სახელმწიფოსთვის, რომელთა ვალუტა არის ევრო, საკრედიტო პროცენტის განაკვეთი შეესაბამება იმ საპროცენტო განაკვეთს, რომელიც გამოქვეყნებულია „ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში“, C სერია, რომელიც ევროპის ცენტრალურმა ბანკმა გამოიყენა თავისი ძირითადი რეფინანსირების ოპერაციებისთვის იმ თვის პირველ დღეს, რომელშიც არის შესაბამისი თარიღი, და ის უნდა გაიზარდოს ორი პროცენტით.

იმ წევრი სახელმწიფოსთვის, რომლის ვალუტაც არ არის ევრო, საურავი გადაუხდელ საბაჟო გადასახდელებზე უნდა იყოს იმ განაკვეთის შესაბამისი, რომელიც გამოყენებულ იქნა შესაბამისი თვის პირველ რიცხვში ცენტრალური ეროვნული ბანკის მიერ მისი ძირითადი რეფინანსირების ოპერაციებისთვის, და ეს განაკვეთი უნდა გაიზარდოს ორი პროცენტით, ან იმ წევრი სახელმწიფოსთვის, რომლისთვისაც ცენტრალური ეროვნული ბანკის განაკვეთი ხელმისაწვდომი არ არის, ზემოაღნიშნული განაკვეთი უნდა იყოს ის ყველაზე მეტად ეკვივალენტური განაკვეთი, რომელიც გამოყენებულ იქნა შესაბამისი თვის პირველ დღეს მოცემული წევრი სახელმწიფოს სავალუტო ბაზარზე, და ეს განაკვეთი უნდა გაიზარდოს ორი პროცენტით.

2. იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო დავალიანება წარმოიქმნება 79-ე ან 82-ე მუხლის საფუძველზე, ან იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო დავალიანების შესახებ შეტყობინება ხდება საქონლის გაშვების შემდგომი საბაჟო შემოწმების შედეგად, საურავი გადაუხდელ საბაჟო გადასახდელებზე უნდა დაერიცხოს იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობას დანამატის სახით იმ თარიღიდან დაწყებული, როცა საბაჟო დავალიანება წარმოიქმნა, მის შესახებ შეტყობინების თარიღამდე.

საურავი გადაუხდელ საბაჟო გადასახდელებზე უნდა დაწესდეს 1-ლი პუნქტის შესაბამისად.

3. საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ თავი შეიკავონ გადაუხდელ საბაჟო გადასახდელებზე საურავის დარიცხვის მოთხოვნისგან იმ შემთხვევაში, თუ მოვალის სიტუაციის დოკუმენტირებული შეფასების საფუძველზე დადგინდება, რომ ეს შექმნის სერიოზულ ეკონომიკურ ან სოციალურ სირთულეებს.

4. საბაჟო ორგანოებმა თავი უნდა შეიკავონ გადაუხდელ საბაჟო გადასახდელებზე საურავის დარიცხვისგან იმ შემთხვევაში, თუ ზღვევინების თითოეული ღონისძიების თანხა 10 ევროზე ნაკლები