1. საბაჟო დავალიანების შესაბამისი იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობები, რომელთა შესახებ შეტყობინებაც ხდება 102-ე მუხლის შესაბამისად, გადახდილ უნდა იქნეს მოვალის მიერ საბაჟო ორგანოების მიერ განსაზღვრულ ვადაში.

45(2)-ე მუხლის დაურღვევლად, ეს პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს საბაჟო დავალიანების შესახებ მოვალისთვის შეტყობინებიდან 10 დღეს. შესაბამისი მონაცემების ანგარიშებზე გაერთიანების შემთხვევაში 105(1)-ე მუხლის მეორე აბზაცში მითითებული პირობების მიხედვით, ის იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ მოვალეს არ მიეცეს ანგარიშსწორებისთვის იმაზე უფრო ხანგრძლივი ვადა, ვიდრე მას მიეცა გადავადებული ანგარიშსწორებისთვის 110-ე მუხლის შესაბამისად.

საბაჟო ორგანოებმა შესაძლოა ეს ვადა გაზარდონ მოვალის მხრიდან მიმართვისას იმ შემთხვევაში, თუ გადასახდელი იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობა განისაზღვრა 48-ე მუხლში მითითებული საქონლის გაშვების შემდგომი საბაჟო შემოწმების პროცესში. 112(1)-ე მუხლის დაურღვევლად, ეს ვადა არ უნდა გახანგრძლივდეს იმაზე მეტი პერიოდით, ვიდრე მოვალეს სჭირდება თავისი ვალდებულებების შესრულებისთვის აუცილებელი ზომების მისაღებად.

2. თუ მოვალე უფლებამოსილია გამოიყენოს 110-112-ე მუხლებით განსაზღვრული გადახდის მექანიზმები, ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს ამ მექანიზმებთან დაკავშირებით განსაზღვრულ პერიოდში ან პერიოდებში.

3. საბაჟო დავალიანების შესაბამისი იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის გადახდის ვადა უნდა შეჩერდეს ქვემოთ მოცემულიდან ნებისმიერ შემთხვევაში:

(a) როცა გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ მიმართვა ხდება 121-ე პუნქტის შესაბამისად;

(b) როცა უნდა მოხდეს საქონლის კონფისკაცია, განადგურება ან სახელმწიფოსთვის გადაცემა;

(c) როცა საბაჟო დავალიანება წარმოიქმნა 79-ე მუხლის შესაბამისად და არსებობს ერთზე მეტი მოვალ