1. 110-ე მუხლის მიხედვით გადახდის გადავადების პერიოდი შეადგენს 30 დღეს.
2. იმ შემთხვევაში, თუ ხდება გადახდის გადავადება 110-ე მუხლის (a) პუნქტის შესაბამისად, ამ პერიოდის ათვლა უნდა დაიწყოს იმ დღის მომდევნო დღეს, როცა მოვალეს ეცნობა საბაჟო დავალიანების შესახებ.
3. იმ შემთხვევაში, თუ გადახდის გადავადება ხდება 110-ე მუხლის (b) პუნქტის შესაბამისად, ამ პერიოდის ათვლა უნდა დაიწყოს გაერთიანების პერიოდის დასრულების დღის მომდევნო დღეს. ის უნდა შემცირდეს იმ რაოდენობის დღეებით, რომელიც შეესაბამება გაერთიანების პერიოდით გათვალისწინებული დღეების რაოდენობის ნახევარს.
4. იმ შემთხვევაში, თუ გადახდის გადავადება ხდება 110-ე მუხლის (c) პუნქტის შესაბამისად, ეს პერიოდი უნდა დაიწყოს შესაბამისი საქონლის გაშვებისთვის დადგენილი პერიოდის დასრულების მომდევნო დღეს. ის უნდა შემცირდეს იმ რაოდენობის დღეებით, რომელიც შეესაბამება მოცემული პერიოდით გათვალისწინებული დღეების რაოდენობის ნახევარს.
5. იმ შემთხვევაში, თუ მე-3 და მე-4 პუნქტებში მითითებული პერიოდები შედგება კენტი რაოდენობის დღეებისგან, ამ პუნქტების შესაბამისად 30-დღიანი პერიოდიდან გამოსაკლები დღეების რაოდენობა უნდა იყოს ზემოაღნიშნული დღეების რაოდენობის შესაბამისი რიცხვის მომდევნო ყველაზე დაბალი ლუწი რიცხვის ნახევარი.
6. იმ შემთხვევაში, თუ მე-3 და მე-4 პუნქტებში მითითებული პერიოდები შეადგენს რამდენიმე კვირას, წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ დაადგინონ პირობა, რომ იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ის ოდენობა, რომელთან მიმართებაშიც გადახდა გადავადდა, გადახდილ იქნეს, ყველაზე გვიან, შესაბამისი კვირიდან მეოთხე კვირის პარასკევს.
თუ ეს პერიოდები შეადგენს რამდენიმე თვეს, წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ დააყენონ პირობა, რომ იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ის ოდენობა, რომელთან მიმართებაშიც გადახდა გადავადდა, გადახდილ იქნეს, ყველაზე გვიან, შესაბამისი თვის მომდევნო თვის 16 რიცხვისთვი