1. საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ მოვალეს ნება დართონ გამოიყენოს გადავადებული ანგარიშსწორების გარდა ანგარიშსწორების სხვა მექანიზმები გარანტიის წარდგენის პირობით.

2. იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშსწორების მექანიზმების გამოყენების ნებართვა გაიცემა 1-ლი პუნქტის შესაბამისად, იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობას უნდა დაერიცხოს საკრედიტო პროცენტი.

იმ წევრი სახელმწიფოსთვის, რომლის ვალუტაა ევრო, საკრედიტო პროცენტის განაკვეთი უნდა შეესაბამებოდეს იმ საპროცენტო განაკვეთს, რომელიც გამოქვეყნებულია „ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში“, სერია C, რომელიც „ევროპის ცენტრალურმა ბანკმა“ გამოიყენა თავისი ძირითადი რეფინანსირების ოპერაციებისთვის იმ თვის პირველ დღეს, რომელსაც ემთხვევა გადახდის თარიღი, და ის იზრდება ერთი პროცენტით.

იმ წევრი სახელმწიფოსთვის, რომლის ვალუტაც არ არის ევრო, საკრედიტო პროცენტის განაკვეთი უნდა იყოს იმ განაკვეთის შესაბამისი, რომელიც გამოყენებულ იქნა შესაბამისი თვის პირველ რიცხვში ცენტრალური ეროვნული ბანკის მიერ მისი ძირითადი რეფინანსირების ოპერაციებისთვის, და ეს განაკვეთი უნდა გაიზარდოს ერთი პროცენტით, ან იმ წევრი სახელმწიფოსთვის, რომლისთვისაც ცენტრალური ეროვნული ბანკის განაკვეთი ხელმისაწვდომი არ არის, ზემოაღნიშნული განაკვეთი უნდა იყოს ის ყველაზე მეტად ეკვივალენტური განაკვეთი, რომელიც გამოყენებულ იქნა შესაბამისი თვის პირველ დღეს მოცემული წევრი სახელმწიფოს სავალუტო ბაზარზე, და ეს განაკვეთი უნდა გაიზარდოს ერთი პროცენტით.

3. საბაჟო ორგანოებმა შეიძლება თავი შეიკავონ გარანტიის მოთხოვნისგან ან საკრედიტო პროცენტის დარიცხვისგან იმ შემთხვევაში, თუ მოვალის სიტუაციის დოკუმენტირებული შეფასების საფუძველზე დადგინდება, რომ ეს შექმნის სერიოზულ ეკონომიკურ ან სოციალურ სირთულეებს.

4. საბაჟო ორგანოებმა თავი უნდა შეიკავონ საკრედიტო პროცენტის დარიცხვისგან იმ შემთხვევაში, თუ ზღვევინების თითოეული ღონისძიების თანხა 10 ევროზე ნაკლები