1. იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობა უნდა ანაზღაურდეს ან მოხდეს მისგან გათავისუფლება იმდენად, რამდენადაც თავდაპირველად შეტყობინებული საბაჟო დავალიანების შესაბამისი ოდენობა აღემატება გადასახდელ ოდენობას, ან იმ საბაჟო დავალიანებას, რომლის ►C2 მოვალისთვის შეტყობინებაც მოხდა 102(1)-ე მუხლის მეორე აბზაცის (c) ან (d) ქვეპუნქტების საწინააღმდეგოდ. ◄
2. იმ შემთხვევაში, თუ ანაზღაურების ან გადახდისგან გათავისუფლების განაცხადი ეფუძნება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების დეკლარაციის მიღების მომენტისთვის სატარიფო კვოტის, იმპორტის ზღვრული დონის ან სხვა პრეფერენციული სატარიფო ზომების მიხედვით საქონელზე იმპორტის გადასახადის შემცირებული ან ნულოვანი განაკვეთის არსებობას, ანაზღაურების ან გადახდისგან გათავისუფლების უფლება უნდა გაიცეს იმ პირობით, თუ საჭირო დოკუმენტებთან ერთად განაცხადის წარდგენის მომენტში სრულდება ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი პირობა:
(a) სატარიფო კვოტის შემთხვევაში, მისი ოდენობა არაა დაფარული;
(b) სხვა შემთხვევებში, თუ ჩვეულებრივ გადასახდელი საბაჟო გადასახადის განაკვეთი ხელახლა არ დადგინდ