1. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგად გამოვლენილ იქნება საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტი, ფონდი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების აღმოფხვრის თაობაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაცნობიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში დამსაქმებელი უფლებამოსილია ნებაყოფლობით შეასრულოს გადაწყვეტილება, კერძოდ, ინსტრუქციით განსაზღვრული წესით წარადგინოს წლიური მაკორექტირებელი დეკლარაცია გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ზედმეტად განხორციელებულ საპენსიო შენატანთან მიმართებით.
3. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ შეასრულებს გადაწყვეტილებას, საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის აღმოფხვრის მიზნით, ფონდი შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, თავად განახორციელებს გამოვლენილი ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის კორექტირებას ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ცვლილების ასახვის შემდეგ, ფონდი ინსტრუქციით განსაზღვრული წესით უზრუნველყოფს ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანისა და მასზე დარიცხული სარგებლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დამსაქმებლისა და სახელმწიფოსათვის დაბრუნებას.
5. იმ შემთხვევაში, თუ ფონდი გამოავლენს საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტს და შეუძლებელია ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის/დარიცხული სარგებლის გამოქვითვა გადახდილი/გადასახდელი პენსიიდან/საპენსიო აქტივებიდან, რადგან პენსიის მიმღებს/მემკვიდრეს სრულად აქვს მიღებული პენსია/საპენსიო აქტივები, ფონდი მიმართავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს, რათა უზრუნველყოს დამსაქმებლის და სახელმწიფოს მიერ ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანისა და ასეთ შენატანზე დარიცხული სარგებლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფონდის ნომინალური მფლობელობის შესაბამის ანგარიშზე დაბრუნება და შესაბამისი თანხის დამსაქმებლისა და სახელმწიფოსათვის დაბრუნება. ეს პუნქტი არ ვრცელდება კანონის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე.
6. ფონდი უფლებამოსილია ნებისმიერ პირს მოსთხოვოს მისთვის შეცდომით გადახდილი ნებისმიერი თანხის ფონდისთვის დაბრუნება და აღნიშნული მიზნით უფლებამოსილია განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი და ყველა ღონისძიება.
7. იმის გათვალისწინებით, რომ 2025 წლის 1 მაისის შემდგომ წარმოშობილ ვალდებულებაზე საპენსიო შენატანის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ საშემოსავლო დეკლარაციის საფუძველზე, საპენსიო შენატანის არასწორად (მათ შორის ზედმეტად) განხორციელება იმავდროულად ნიშნავს საშემოსავლო დეკლარაციაში შესაბამისი შეცდომის/უზუსტობის არსებობას და პირიქით. ამ პუნქტში მითითებული პერიოდისათვის ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის კორექტირება ხდება ერთობლივი ნორმატიული აქტის საფუძველზე, დამსაქმებლის მიერ შესაბამისი საშემოსავლო დეკლარაციაში ცვლილების ან/და შესწორების შედეგა