1. ყოველ სამუშაო დღეს, განხორციელებული საპენსიო შენატანების შეჯამების საფუძველზე, საპენსიო ფონდი გამოთვლის და დაადგენს სახელმწიფოს მიერ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსახორციელებელი საპენსიო შენატანის ჯამური მოცულობის ოდენობას და წარუდგენს საგადახდო დავალებას სახელმწიფო ხაზინას.

2. თანხა, რომლის ზედმეტობით გადახდა სახელმწიფო ხაზინიდან გამოიწვია დამსაქმებლის/სახელმწიფო დამსაქმებლის ან თვითდასაქმებულის მიერ ზედმეტად განხორციელებულმა საპენსიო შენატანმა, ბრუნდება მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად.

3. თუ დამსაქმებელმა ან თვითდასაქმებულმა საპენსიო შენატანი განახორციელა დანაკლისით, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში და წესით დამატებითი საპენსიო დეკლარაციის (მათ შორის წლიური მაკორექტირებელი დეკლარაციის) წარდგენის შემთხვევაში მისი სახელმწიფო ბიუჯეტიდან შევსება ხდება იმავე წესით, რა წესითაც ხდება საპენსიო შენატანის განხორციელება/გადახდა საპენსიო ფონდის დავალების საფუძველზ