1. საპენსიო ფონდის საინვესტიციო პორტფელების ფარგლებში არსებული ყველა გადასახდელი და საკომისიო უნდა იყოს გონივრული და გამჭვირვალე, გადანაწილდეს და აღირიცხოს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე.
2. ინდივიდუალური საპენსიო ანგარიში განცალკევებულად უნდა ასახავდეს მონაწილის სასარგებლოდ განხორციელებულ ყველა საპენსიო შენატანს, შესაბამის გადასახდელებს/საკომისიოებს და საპენსიო აქტივების მართვის/ინვესტირების შედეგად მიღებულ მოგებასა და ზარალს. ასევე, განცალკევებულად უნდა აღირიცხოს დამსაქმებლის, დასაქმებულის, თვითდასაქმებულის და სახელმწიფოს საპენსიო შენატანები.
3. საპენსიო ფონდი ვალდებულია მონაწილის ინდივიდუალურ ანგარიშზე ასახოს საპენსიო ფონდის თითოეული პორტფელის ერთი ერთეულის ახალი ღირებულება. საპენსიო ფონდის ერთეულის ღირებულება გამოითვლება პორტფელში შემავალი საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულების საინვესტიციო პორტფელის ერთეულების ჯამურ რაოდენობასთან შეფარდებით.
4. მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აისახება მონაწილის ახალი საპენსიო შენატანის დამატებით შეძენილი საპენსიო ფონდის ერთეულები. აღნიშნული ერთეულების შეძენა ხორციელდება შეძენის მომენტისთვის არსებული საპენსიო ფონდის ერთეულების ღირებულებით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები ასევე ვრცელდება საპენსიო სქემაში ახალი მონაწილის გაწევრების შემთხვევაზ