1. მონაწილის მიერ პენსიის პროგრამული გატანით გაცემის მოთხოვნის შემთხვევაში, საპენსიო ფონდი განცხადების მიღების შემდეგ, აღნიშნული განცხადების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გამოითვლის მონაწილის მიერ მისაღებ პენსიას შემდეგი ფორმულით:

MP = (PA-OA) / T,სადაც:

MP არის ყოველთვიური პენსია;

PA არის მონაწილის საპენსიო აქტივების ღირებულება გამოთვლის დღის მდგომარეობით და მასზე დარიცხული საინვესტიციო შემოსავლის, ნამეტი შემოსავლის და სხვა შემოსავლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შესაბამისი ხარჯისა და დანაკარგის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით;

OA შედარების შედეგად იდენტიფიცირებული შესაძლო ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

T არის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით გამოთვლის დღისათვის მონაწილის, სქესის მიხედვით, სიცოცხლის მოსალოდნელი დარჩენილი თვეების რაოდენობა.

2. ამ მუხლის შესაბამისად საპენსიო ფონდი უზრუნველყოფს პენსიის/საპენსიო აქტივების თვიური ოდენობის გაცემას, ხოლო დანარჩენი თანხა, მათ შორის, პროგრამულად გასაცემი წლიური პენსიის ნარჩენი თანხა, შენარჩუნდება მონაწილის საინვესტიციო პორტფელში/პორტფელებში.

3. საპენსიო ფონდი, პენსიის დანიშვნის თაობაზე  შესაბამისი განცხადებით ფონდისადმი მიმართვის თარიღიდან ამ წესის მე-13 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ თავით განსაზღვრული დოკუმენტების სრულყოფილად ან/და სათანადოდ წარდგენიდან  არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში,  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და უგზავნის მას მონაწილეს მისი ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით.

4. იმ შემთხვევაში, თუ საპენსიო ფონდის მიერ მიღებული იქნება გადაწყვეტილება პენსიის გაცემის შესახებ, პენსია დანიშნულად ჩაითვლება პენსიის დანიშვნის შესახებ განცხადებით მიმართვის თვის შემდგომი თვის 1 რიცხვიდან, განურჩევლად საპენსიო ფონდის გადაწყვეტილების თარიღისა, ხოლო  პენსიის გაცემა / გადახდა დაიწყება პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა. ყოველი შემდგომი პენსიის გაცემა საპენსიო ფონდის მიერ მოხდება თვეში ერთხელ, არაუგვიანეს შესაბამისი კალენდარული თვის ბოლო სამუშაო დღისა.

5. საპენსიო ფონდი ელექტრონული სისტემის მეშვეობით მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე ასახავს, ამ მუხლის შესაბამისად, მონაწილის პროგრამული გატანით ყოველთვიურად და ყოველწლიურად მისაღები პენსიის ოდენობის შესახებ ინფორმაციას.

6. საპენსიო ფონდის მიერ პენსიის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მონაწილეს ეცვლება სტატუსი და ხდება პენსიის მიმღები. პენსიის მიმღები არ არის უფლებამოსილი გაწევრიანდეს (მათ შორის ნებაყოფლობით) დაგროვებით საპენსიო სქემაშ