მუხლი 15. საპენსიო ასაკში პენსიის მიღების მიზნით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენა
თავი IV — საპენსიო ასაკში პენსიის დაანგარიშების, დანიშვნის, გადაანგარიშებისა და გაცემის წესი
1. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეს სურს პენსიის მიღების მიზნით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენა, წინამდებარე ინსტრუქციით განსაზღვრული სრულყოფილი დოკუმენტაციის მიღებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში საპენსიო ფონდი შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას მონაწილის მიერ სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენის მიზნით შესაბამისი სადაზღვევო თუ სხვა ფინანსური ინსტიტუტისათვის საპენსიო აქტივების გადაცემის თაობაზე და ასეთ გადაწყვეტილებას უგზავნის მონაწილეს მისი ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით. ასეთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მონაწილეს ეცვლება სტატუსი, ის ტოვებს საპენსიო სქემას და ხდება პენსიის მიმღები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტში მითითებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ასეთი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში, საპენსიო ფონდი უზრუნველყოფს საპენსიო აქტივების ღირებულების შესაბამისი თანხის გადარიცხვას მონაწილის ან მონაწილის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილ სადაზღვევო ან სხვა ფინანსური ინსტიტუტის საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ კომერციულ ბანკში ეროვნულ ვალუტაში გახსნილ საბანკო ანგარიშზე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დაბეგვრი
მთავარი მონაცემები
ვადა30 კალენდარული დღის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 31. საპენსიო აქტივების გატანა— საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 32. პენსიის პროგრამული გატანა— საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 10. ჯგუფის ფულადი სახსრების ღირებულების დაზღვევის ხელშეკრულება და ჯგუფის ანუიტეტის ხელშეკრულება— „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 18. პენსიები, ანუიტეტები და სხვა მსგავსი გადახდები— შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ფინეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ
სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება „პენსიის და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის შესახებ ინსტრუქციის“ დამტკიცების შესახებ, მუხლი 15, №02, 07.05.2025, სარეგისტრაციო კოდი 280030000.73.085.016035 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6493169/muxli-15/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია