1. საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას, საპენსიო აქტივების მიღების მიზნით, მონაწილე ვალდებულია წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) მონაწილის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; საპენსიო ფონდის მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რომელიც დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) საქართველოს მოქალაქეობის ან/და მუდმივი ბინადრობის ნებართვის დაკარგვის დამადასატურებელი, საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება საქართველოს მოქალაქეობის/მუდმივი ბინადრობის ნებართვის დაკარგვის ფაქტი, თარიღი და რომელშიც ასევე მოცემულია მონაწილის პირადი ნომერი, რომელიც მას ჰქონდა საქართველოს მოქალაქეობის/მუდმივი ბინადრობის ნებართვის ფლობის პერიოდში;

გ) საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ კომერციულ ბანკში საქართველოს ეროვნულ ვალუტაში გახსნილი მონაწილის იმ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, რომელზეც უნდა განხორციელდეს მისი საპენსიო აქტივების ღირებულების გადახდა. საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, რომელიც გაცემულია შესაბამისი ბანკის  მიერ ან შესაბამისი ბანკის ინტერნეტ/მობაილ ბანკის გვერდიდან ჩამოტვირთული ფორმით;

დ) ამ პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საპენსიო ფონდის მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში, დამატებით, საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას საპენსიო აქტივების მიღების შესახებ სტანდარტული განცხადების შევსებული და ხელმოწერილი ვერსია. განცხადებაზე ხელმოწერის ფაქტი დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. განცხადების ფორმა თან ერთვის წინამდებარე ინსტრუქციას (დანართი 4 (ა)), ასევე განთავსებულია საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე.

2. საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას, საპენსიო აქტივების მიღების მიზნით, მონაწილის წარმომადგენლის მიერ მიმართვის შემთხვევაში, მონაწილის წარმომადგენელი ვალდებულია ამ ინსტრუქციით განსაზღვრული წესით წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) მონაწილის წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; საპენსიო ფონდის მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რომელიც დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი; დოკუმენტის საპენსიო ფონდის მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში წარდგენილი უნდა იქნეს ასეთი დოკუმენტის ორიგინალი ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნოტარიულად დამოწმებული ასლი. მინდობილობის (რწმუნებულების, დავალების ხელშეკრულების) საფუძველზე წარმომადგენლობის შემთხვევაში, შესაბამისი მინდობილობა (რწმუნებულება, დავალების ხელშეკრულება) დამოწმებული უნდა იქნეს სანოტარო წესით;

გ) ამ პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საპენსიო ფონდის მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში, დამატებით, საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას საპენსიო აქტივების მიღების შესახებ სტანდარტული განცხადების შევსებული და ხელმოწერილი ვერსია. განცხადებაზე ხელმოწერის ფაქტი დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. განცხადების ფორმა თან ერთვის წინამდებარე ინსტრუქციას (დანართი 4 (ბ)), ასევე განთავსებულია საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე;

დ) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტისა.

3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლით გათვალისწინებული, საპენსიო ფონდისათვის წარსადგენი დოკუმენტები შედგენილია არასახელმწიფო ენაზე, საპენსიო ფონდისათვის წარდგენილი უნდა იქნეს ასეთი დოკუმენტების სანოტარო წესით დამოწმებული თარგმან