1. კანონისა და წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად, პენსიის ან საპენსიო აქტივების მიღების მიზნით, მონაწილე ან გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრე პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით უფლებამოსილია:

ა) საპენსიო ფონდის მისამართზე გააგზავნოს ამ თავით განსაზღვრული, ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტები; ან

ბ) მიმართოს საპენსიო ფონდს, საპენსიო ფონდის მისამართზე გამოცხადების გზით ან უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მის ტერიტორიულ ორგანოებში (ფილიალებში) გამოცხადების გზით და ამ ინსტრუქციის შესაბამისად წარადგინოს ამ თავით განსაზღვრული დოკუმენტები. საპენსიო ფონდის მისამართი და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაცია (სახელწოდება და მისამართ(ებ)ი) მითითებულია საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.pensions.ge.

2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფორმისა, მონაწილე ან გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრე, რომელსაც აქვს ინდივიდუალური საპენსიო გვერდი, უფლებამოსილია საპენსიო ასაკში პენსიის მიღების, შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძვლით პენსიის მიღების ან გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო აქტივების მიღების მიზნით, ამ თავით განსაზღვრული ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტები საპენსიო ფონდს წარუდგინოს მისი ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით. მონაწილის ან გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის წარმომადგენელი არ არის უფლებამოსილი ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით წარადგინოს შესაბამისი განცხადება. საპენსიო ფონდი უზრუნველყოფს ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით განცხადების შევსების, დოკუმენტაციის ატვირთვის, განცხადების ხელმოწერის და საპენსიო ფონდისათვის გაგზავნის  დეტალური ინსტრუქციის ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე, ასევე, საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება