1. მონაწილე უფლებამოსილია საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით მიმართოს საპენსიო ფონდს და მიიღოს მის მიერ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულება ერთიანი გადახდით ან პროგრამული გატანით, კანონისა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად. საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ ან კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მონაწილის შესაძლებლობის შეზღუდვის შემთხვევაში, მონაწილეს ასევე უფლება აქვს, საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით მიმართოს საპენსიო ფონდს და მოსთხოვოს მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივებით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენა პენსიის მიღების მიზნით.

2. მემკვიდრე უფლებამოსილია, საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით მიმართოს საპენსიო ფონდს და მიიღოს გარდაცვლილი მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულება ერთიანი გადახდით.

3. საპენსიო ფონდი ვალდებულია, შეიმუშაოს საპენსიო აქტივების გატანასთან (მათ შორის, პენსიის გაცემასთან) დაკავშირებული განაცხადის ფორმა, განაცხადის განხილვის პროცედურა და განსაზღვროს წარსადგენი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

4.  მონაწილის მიერ ერთიანი გადახდით მისაღები საპენსიო აქტივების ღირებულების ზღვარს ადგენს საპენსიო ფონდი მის მიერ დადგენილი წესის შესაბამისა