1. დირექტორები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფენ საოპერაციო და საინვესტიციო რისკების მიმართულებით საპენსიო ფონდში ცნობიერების ამაღლებას. აღნიშნული გულისხმობს, რომ საპენსიო ფონდის თითოეული თანამშრომელი ინფორმირებული იყოს იმის თაობაზე, თუ რას წარმოადგენს და რას მოიცავს საოპერაციო რისკები.
2. დირექტორებმა უნდა უზრუნველყონ საპენსიო ფონდის სათანადო და კომპეტენტური კადრებით დაკომპლექტება, იზრუნონ მათი პროფესიონალიზმის ამაღლებასა და განვითარებაზე. აღმასრულებელი ორგანოს წევრები ვალდებულნი არიან, ჩამოაყალიბონ ძლიერი ორგანიზაციული კულტურა, რომელიც მხარს უჭერს პასუხისმგებლობის მაღალ დონეს საპენსიო ფონდის მასშტაბით.
3. დირექტორები ვალდებული არიან, თანმიმდევრულად აღასრულონ საპენსიო ფონდისთვის შემუშავებული/დამტკიცებული პოლიტიკებით, პროცესებით და სისტემებით გათვალისწინებული ფუნქციები.
4. მსხვილი საოპერაციო რისკის მოვლენის მაღალი ალბათობით მოლოდინის ან დაფიქსირების შემთხვევაში, დირექტორები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ აცნობონ აღნიშნულის შესახებ მმართველობით საბჭოსა და ეროვნულ ბანკს.
5. დირექტორებმა უნდა უზრუნველყონ საპენსიო ფონდში საოპერაციო რისკების მოვლენების შესახებ სათანადო ინფორმაციის გაცვლის მექანიზმის არსებობ