1. საპენსიო ფონდის მიერ შემუშავებული წესები უნდა ითვალისწინებდეს პენსიის პროგრამული გატანის არჩევანის შესაძლებლობას, მისი მიღების პირობებს და  იმ  ვადის მითითებას, თუ როდის არის შესაძლებელი მონაწილის მიერ ამ არჩევანის გაკეთება.

2. საპენსიო ფონდის მიერ შემუშავებული წესები უნდა ითვალისწინებდეს პირობებს, რომლის შესაბამისადაც მონაწილეს შეუძლია აირჩიოს პროგრამული გატანის გარდა პენსიის გაცემის სხვა ფორმა საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესები შეიძლება ითვალისწინებდეს  ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის ბალანსის გონივრულ მინიმალურ ოდენობას, რათა თავიდან იქნეს აცილებული შეუსაბამოდ მცირე პენსიის გრძელვადიანი პროგრამული გატანა. ასეთ შემთხვევაში ინდივიდუალურ ანგარიშზე დარიცხული თანხა გაიცემა ერთიანი გადახდით.

4. საპენსიო ფონდის მიერ პენსიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, პენსიის გაცემა დაიწყება გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა. ყოველი შემდგომი პენსია გაიცემა ამ წესით დადგენილი პროგრამული გატანის ფორმით, არაუგვიანეს შესაბამისი კალენდარული თვის ბოლო სამუშაო დღის