1. მმართველობითი საბჭო პასუხისმგებელია, რომ დაამტკიცოს და პერიოდულად გადახედოს რისკის მართვის ჩარჩოს.

2. მმართველობითმა საბჭომ პერიოდულად უნდა შეაფასოს, არის თუ არა საპენსიო ფონდი შესაბამისობაში დადგენილი რისკის მიზნებთან, ზღვრებთან და ლიმიტებთან, რომლებიც გამომდინარეობს საპენსიო ფონდის რისკის აპეტიტიდან.

3. მმართველობითმა საბჭომ მხარი უნდა დაუჭიროს და განავითაროს რისკის მართვის ეფექტიანი კულტურა, რომელიც სრულად ითვალისწინებს და აცნობიერებს საინვესტიციო და საოპერაციო რისკებს.

4. მმართველობითი საბჭო რეგულარულად უნდა იღებდეს და ეცნობოდეს მთავარი რისკის ოფიცრის მიერ შედგენილ რისკების ანგარიშგებას. ანგარიშგება უნდა იყოს ინფორმაციული და შესაძლებლობას იძლეოდეს დადგინდეს, რამდენად შეესაბამება საპენსიო ფონდის რისკის პროფილი მმართველობითი საბჭოს მიერ განსაზღვრულ რისკის აპეტიტს.

5. მმართველობით საბჭოს უნდა გააჩნდეს საპენსიო ფონდის რისკების შესახებ სათანადო ცოდნა და აღქმ