1. საპენსიო ფონდმა უნდა უზრუნველყოს პენსიის პროგრამული გატანით მონაწილეზე გაცემა თვეში ერთხელ. პროგრამული გატანის ფორმით გასაცემი წლიური პენსია თანაბრად უნდა განაწილდეს წელიწადში არსებული გადახდების რაოდენობაზე.
2. საპენსიო ფონდმა საპენსიო სქემიდან მონაწილეზე უნდა გასცეს მხოლოდ პროგრამულად გასაცემი პენსიის თვიური ოდენობა, ხოლო დანარჩენი თანხა, მათ შორის, პროგრამულად გასაცემი წლიური პენსიის ნარჩენი თანხა, შენარჩუნდება მონაწილის საინვესტიციო პორტფელში.
3. პროგრამული გატანის ფორმით გასაცემი წლიური პენსიის ოდენობა გამოითვლება საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრული მეთოდით.
4. გასაცემი პენსიის წლიური ოდენობის გამოთვლა ხორციელდება პენსიის მიმღების დაბადების თვის ბოლო სამუშაო დღეს იმავე დღეს არსებული, უახლესი მონაცემების გათვალისწინებით. პენსიის წლიური და თვიური ოდენობის შესახებ ინფორმაცია საპენსიო ფონდმა უნდა ასახოს საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე არსებულ მონაწილის ინდივიდუალურ ანგარიშზე.
5. საპენსიო ფონდმა უნდა დაიანგარიშოს მონაწილეებზე პროგრამული გატანის ფორმით გასაცემი ყოველთვიური და წლიური თანხის ჯამური ოდენობა ყოველი თვის ბოლო სამუშაო დღის მონაცემები