1. აქტივების შეფასება ისე უნდა განხორციელდეს, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი შეფასებისას შეცდომის დაშვების ალბათობა.
2. საპენსიო ფონდს უნდა გააჩნდეს წერილობითი პროცედურა, რომლის მიხედვითაც პერიოდულად, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ, გადახედავს შეფასების მოდელებს, პროცესებს, ფასის წყაროებს და ფასის მომწოდებლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რათა აღმოაჩინოს შეფასებისას დაშვებული შესაძლო შეცდომები და მოახდინოს მათზე რეაგირება.
3. თუ აღმოჩენილი იქნება შეფასების შეცდომა, ასეთი შემთხვევა გამოძიებული უნდა იქნეს. საინვესტიციო სამსახურმა და სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ შეფასების შეცდომის თაობაზე მმართველობით საბჭოს, საპენსიო ფონდის გენერალურ დირექტორს და ეროვნულ ბანკს.
4. შეფასებისას დაშვებული მატერიალური შეცდომა უნდა გასწორდეს საპენსიო ფონდის ერთეულის ფასის მომდევნო დადგენისას. ამ მუხლის მიზნებისთვის შეფასების შეცდომა მიიჩნევა მატერიალურად, თუ ის აჭარბებს საინვესტიციო პორტფელის წმინდა საპენსიო აქტივების ღირებულების 0.05%-ს.
5. შეცდომის შემთხვევაში საპენსიო ფონდმა უნდა გაასწოროს ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშები და აცნობოს დაფიქსირებული შეცდომის შესახებ იმ მონაწილეებს, რომლებზეც გავლენა მოახდინა აღნიშნულმა შეცდომამ. აღნიშნული ინციდენტი დოკუმენტირებული ფორმით, ელექტრონულად ან/და მატერიალური სახით უნდა ინახებოდეს (ხანგრძლივი მატარებლის მეშვეობით) საპენსიო ფონდის მიერ უვადოდ.
საპენსიო ფონდის ადმინისტრაციული საქმიანო