1. თუ აქტივების შეფასებისას შეუძლებელია პირველი დონის და მე-2 დონის ამოსავალი მონაცემების გამოყენება, მაშინ აქტივები უნდა შეფასდეს არაემპირიული ამოსავალი მონაცემების (მე-3 დონის) გამოყენებით. ამ შემთხვევაში ყველაზე შესაფერისი და ზუსტი  შეფასებისთვის დაქირავებული უნდა იქნეს დამოუკიდებელი შემფასებლები (ფასის მომწოდებლები).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის მმართველობითმა საბჭომ ან, მის მიერ დელეგირების შემთხვევაში, საინვესტიციო კომიტეტმა დამოუკიდებელი ფასის მომწოდებლები უნდა შეარჩიოს კონკურსის საფუძველზე, მსოფლიოს დიდი ოთხეულის წევრი აუდიტორული კომპანიებიდან. იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი მომსახურების მიღება პირდაპირ უკავშირდება საპენსიო ფონდის საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელებას, აღნიშნული შერჩევის პროცესზე არ ვრცელდება შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა.

3. ფასის მომწოდებლებთან ნებისმიერი შეთანხმება უნდა იყოს ჩამოყალიბებული მკაფიოდ, წერილობითი ფორმით.

4. ფასის მომწოდებლის შერჩევის პროცედურა უნდა მომზადდეს მმართველობითი საბჭოს ან, მის მიერ დელეგირების შემთხვევაში, საინვესტიციო კომიტეტის მიერ და შეთანხმდეს ეროვნულ ბანკთან.

5. თუ საპენსიო ფონდის მიერ განსახორციელებელი საინვესტიციო მოცულობა შეადგენს ან აჭარბებს 100 (ას) მილიონ ლარს, ასეთი ტრანზაქციის ღირებულების შესაფასებლად საჭიროა, სულ მცირე, 2 (ორი) დამოუკიდებელი ფასის მომწოდებლის შერჩევა. ასეთ შემთხვევაში აქტივის ღირებულებად მიიჩნევა ფასის მომწოდებლების შეფასებების საშუალო.

6. თუ აქტიური ბაზრის არმქონე აქტივების შეფასებაში გამოიყენება მე-3 დონის ამოსავალი მონაცემები, ისინი უნდა განახლდეს, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ.

7. ფასის მომწოდებლების მიერ დადგენილი შეფასება უნდა ეცნობოს სპეციალიზებულ დეპოზიტარს, რათა მან შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით და საპენსიო ფონდთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მოვალეობებ