1. იმ აქტივების ღირებულება, რომლებსაც აქვს აქტიური ბაზარი, უნდა განისაზღვროს ყოველ სამუშაო დღეს, კოტირებული ფასების გამოყენებით.
2. ყველა აქტივისთვის, რომელსაც აქვს აქტიური ბაზარი (გარდა სასესხო ფასიანი ქაღალდებისა), კოტირებულ ფასად განისაზღვრება შეფასების დღეს ამ აქტივის დახურვის ფასი ბირჟაზე ან ორგანიზებულ სავაჭრო პლატფორმაზე, რომელზეც დალისტულია ეს აქტივი (ერთზე მეტი ლისტინგის შემთხვევაში გაითვალისწინება პირველადი ლისტინგი, რომელიც ამავდროულად უნდა იყოს ძირითადი ბაზარი ფასს 13-ის შესაბამისად. ფასს 13-ის პირველი დონის ამოსავალი მონაცემების გამოყენებისას). თუ შეფასების დღისთვის დახურვის ფასი არ არის გამოქვეყნებული, შეფასებაში გამოიყენება შესაბამის ბირჟაზე ან ორგანიზებულ სავაჭრო პლატფორმაზე გამოქვეყნებული უახლესი დახურვის ფასი, რომელიც გამოქვეყნდა შეფასების დღემდე არაუგვიანეს 20 (ოცი) კალენდარული დღისა.
3. სასესხო ფასიანი ქაღალდები, რომლებსაც აქვს აქტიური ბაზარი, უნდა შეფასდეს შეფასების დღის ბოლოსთვის გამოქვეყნებული გაყიდვის (bid) ფასით, რომელიც კოტირებულია სანდო, აღიარებული წყაროს მიერ, ბლუმბერგის ან რეფინიტივის გამოყენებით. თუ შეფასების დღისთვის გამოქვეყნებული გაყიდვის (bid) ფასი არ არის ხელმისაწვდომი, მაშინ შეფასებაში გამოიყენება გამოქვეყნებული უახლესი გაყიდვის (bid) ფასი, რომელიც გამოქვეყნდა შეფასების დღემდე არაუგვიანეს 20 (ოცი) კალენდარული დღისა.
4. თუ საპენსიო ფონდის საინვესტიციო სამსახურს ან/და სპეციალიზებულ დეპოზიტარს არ შეუძლიათ დაადგინონ აქტივის სამართლიანი ღირებულება, მათ ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ეროვნულ ბანკს და მმართველობით საბჭოს. ამ შემთხვევაში საპენსიო ფონდის საინვესტიციო სამსახურმა ან/და სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა მხედველობაში უნდა მიიღონ ისეთი უახლესი შეფასება, რომელიც წარმოადგენდა აქტივის სამართლიან ღირებულება