1. საპენსიო აქტივებში შემავალი ფულადი სახსრები, ვადიანი დეპოზიტები და სადეპოზიტო სერტიფიკატები უნდა შეფასდეს შეფასების დღეს არსებული ამორტიზებული ღირებულებით, სადაც საპროცენტო ამონაგები  დაიანგარიშება ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მეთოდით, ფასს 9-ის შესაბამისად. ფასს 9-ით მოთხოვნილი ბიზნესმოდელისა და მხოლოდ ძირი თანხისა და სარგებლის გადახდის (SPPI) ტესტები უნდა გადაიხედოს, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ, რათა შეფასდეს ტესტის ხელახალი ჩატარების საჭიროება.

2. საპენსიო აქტივების შემადგენელი ფულადი სახსრები, ერთდღიანი დეპოზიტები, მიმდინარე ან/და სხვა ტიპის სარგებლიანი საბანკო ანგარიშები უნდა აღირიცხოს ნაშთზე ნომინალური განაკვეთით დათვლილი დარიცხული სარგებლის გათვალისწინები