1. საპენსიო ფონდი ვალდებულია ეროვნულ ბანკს წინასწარ წერილობით აცნობოს სპეციალურ ფუნქციებთან დაკავშირებული საქმიანობების აუთსორსინგული მომსახურებისთვის გადაცემის გადაწყვეტილების შესახებ და თანხმობის მოპოვების მიზნით წარუდგინოს განცხადება და აუთსორსინგულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის, აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებელთან დასადები წერილობითი ხელშეკრულების ასლი.
2. სპეციალურ ფუნქციებთან დაკავშირებული საქმიანობების აუთსორსინგული მომსახურებისთვის გადაცემაზე თანხმობის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკი იღებს საპენსიო ფონდის მიერ მისთვის განცხადებისა და აუთსორსინგულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენიდან 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღით, თუ ეროვნული ბანკი წინასწარ წერილობით აცნობებს საპენსიო ფონდს ამის თაობაზე. ამ პუნქტით განსაზღვრული ვადის ათვლისას არ გაითვალისწინება პერიოდი, რომლის განმავლობაშიც საპენსიო ფონდმა, ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა წარადგინოს დამატებითი ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში ვადის დინება განახლდება შესაბამისი ინფორმაციის წარდგენისთანავე. ეროვნულ ბანკთან უნდა შეთანხმდეს, აგრეთვე, ნებისმიერი შემდგომი ცვლილება, რომელიც სპეციალურ ფუნქციებთან დაკავშირებული საქმიანობების აუთსორსინგული მომსახურებისთვის გადაცემას შეეხება.
3. საპენსიო ფონდი ვალდებულია სხვა საქმიანობების აუთსორსინგული მომსახურებისთვის გადაცემის შემთხვევაში, მათი გადაცემიდან 5 (ხუთ) სამუშაო დღეში აცნობოს ეროვნულ ბანკს ამის შესახებ.
4. საპენსიო ფონდი უფლებამოსილია, სპეციალურ ფუნქციებთან დაკავშირებული საქმიანობები აუთსორსინგული მომსახურებისთვის მესამე პირს გადასცეს წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, თუ სრულდება ყველა შემდეგი პირობა:
ა) აუთსორსინგული მომსახურებისთვის გადაცემამდე სულ მცირე 20 (ოცი) სამუშაო დღით ადრე აღნიშნულის შესახებ საპენსიო ფონდი აცნობებს ეროვნულ ბანკს;
ბ) საპენსიო ფონდი ასაბუთებს, რომ ფუნქციის/ფუნქციების აუთსორსინგული მომსახურებისთვის გადაცემისთვის არსებობს ობიექტური საფუძველი და ეს არ ხორციელდება კანონის ან მის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტების მოთხოვნების შესრულებისგან თავის ასარიდებლად;
გ) ფუნქციის/ფუნქციების აუთსორსინგული მომსახურებისთვის გადაცემა საფრთხეს არ უქმნის საპენსიო ფონდის ეფექტიან ზედამხედველობასა და მის მიერ მონაწილეთა საუკეთესო ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებას;
დ) საპენსიო ფონდმა სათანადო წინდახედულობა და გონიერება უნდა გამოიჩინოს მესამე პირის შერჩევისას და მასზე ფუნქციის აუთსორსინგული მომსახურებისთვის გადაცემისას. საპენსიო ფონდის მიერ სპეციალურ ფუნქციასთან/ფუნქციებთან დაკავშირებული საქმიანობების აუთსორსინგული მომსახურებისთვის გადაცემა ხორციელდება მხოლოდ იმ პირზე, რომელსაც აქვს შესაბამისი მიმართულებით საქმიანობის უფლებამოსილება და ექვემდებარება სათანადო ზედამხედველობას;
ე) საინვესტიციო და რისკის მართვის ფუნქციის აუთსორსინგული მომსახურებისთვის გადაცემა ხორციელდება მხოლოდ იმ პირზე, რომელსაც აქვს აქტივების მართვის უფლებამოსილება. საინვესტიციო ფუნქციის გადაცემა ხორციელდება კანონის 281 მუხლის შესაბამისად;
ვ) საინვესტიციო და რისკის მართვის ფუნქციების აუთსორსინგული მომსახურებისთვის გადაცემა არ ხორციელდება:
ვ.ა) სპეციალიზებულ დეპოზიტარზე ან მის მიერ დელეგირების საფუძველზე მოქმედ სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციის შემსრულებელ პირზე;
ვ.ბ) ნებისმიერ მესამე პირზე, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს ინტერესთა კონფლიქტი საპენსიო ფონდთან;
ზ) საპენსიო ფონდის მიერ საინვესტიციო ან რისკის მართვის ფუნქციის უცხო ქვეყანაში დაფუძნებულ პირზე აუთსორსინგული მომსახურებისთვის გადაცემისას არსებობს საქართველოს შესაბამის საზედამხედველო ორგანოსა და უცხო ქვეყნის საზედამხედველო ორგანოს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება;
თ) საპენსიო ფონდი აუთსორსინგული მომსახურებისთვის გადაცემულ ნებისმიერ ფუნქციასთან/ფუნქციებთან მიმართებით ინარჩუნებს მითითებების გაცემისა და შესაბამისი ხელშეკრულების დაუყოვნებლივ შეწყვეტის უფლებას;
ი) დაცულია საპენსიო ფონდსა და აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებელთან დაკავშირებით ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები.
5. საპენსიო ფონდს უნდა ჰქონდეს ფუნქციების აუთსორსინგული მომსახურებისთვის გადაცემის პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს კრიტიკული ოპერაციების უწყვეტობას. საპენსიო ფონდი აგრეთვე ვალდებულია, გამოიჩინოს სათანადო წინდახედულობა და გონიერება მესამე პირისა და მესამე პირზე დელეგირებული ფუნქციების შესრულების პერიოდული შემოწმებისას და მონიტორინგისას.
6. ამ მუხლის შესაბამისად მესამე პირისთვის სპეციალური ფუნქციის/ფუნქციების აუთსორსინგული მომსახურებისთვის გადაცემა გავლენას არ ახდენს საპენსიო ფონდის პასუხისმგებლობაზე.
7. დაუშვებელია საპენსიო ფონდმა განახორციელოს მესამე პირისთვის ყველა სპეციალური ფუნქციის აუთსორსინგული მომსახურებისთვის გადაცემა.
8. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, საპენსიო ფონდს და აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებლებს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს ინფორმაცია გადაცემული სპეციალური ფუნქციების ან სხვა საქმიანობის შესახებ.
საპენსიო ფონდის საინვესტიციო საქმიანო