1. რისკის კომიტეტის ხმის უფლების მქონე წევრთა უმრავლესობას უნდა შეადგენდნენ კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად დანიშნული  მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრები. რისკის კომიტეტი სხვა ფუნქციებთან ერთად პასუხისმგებელია:

ა) შეიმუშაოს რისკის კომიტეტის წესდება და დასამტკიცებლად წარუდგინოს მმართველობით საბჭოს;

ბ) შეიმუშაოს საპენსიო ფონდის რისკის მართვის სისტემა, რისკის მართვის ჩარჩო და მათი განხორციელების პროცედურები, დასამტკიცებლად წარუდგინოს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციები მიაწოდოს მმართველობით საბჭოს;

გ) მოამზადოს და, სულ მცირე, კვარტალში ერთხელ მმართველობით საბჭოს წარუდგინოს ანგარიშგება საპენსიო ფონდში არსებული რისკების შესახებ და შეფასება საპენსიო ფონდის რისკის მართვის სისტემის შესახებ;

დ) უზრუნველყოს საპენსიო ფონდის საქმიანობის საპენსიო ფონდის მარეგულირებელ  კანონმდებლობასთან და რისკის მართვის ჩარჩოსთან შესაბამისობის მონიტორინგი;

ე) მონიტორინგი გაუწიოს საპენსიო ფონდის ყველა სახის რისკს, მათ შორის, როგორიცაა პორტფელის კონცენტრაციის დონე, ფინანსური, საოპერაციო და რეპუტაციული რისკები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი რისკის აპეტიტთან შესაბამისობა;

ვ) უზრუნველყოს მესამე მხარეებთან დაკავშირებული რისკების შეფასება, მათ შორის, აქტივების მმართველ კომპანიასთან და სპეციალიზებულ დეპოზიტართან დაკავშირებული რისკების შეფასება;

ზ) უზრუნველყოს მმართველობით საბჭოსთან რეკომენდაციებისა და მოსაზრებების წარდგენა საპენსიო ფონდის არსებულ და მომავალ რისკის აპეტიტთან დაკავშირებით. ამასთან, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ, აწარმოოს შესაბამისი ანგარიშგება მმართველობით საბჭოსთან იდენტიფიცირებული მატერიალური რისკებისა და სხვა საკითხების, მათ შორის, რისკის მართვისა და შიდა კონტროლის სისტემების ეფექტური ფუნქციონირების, უწყვეტობისა და, ზოგადად, საპენსიო ფონდში არსებული რისკის კულტურის თაობაზე;

თ) უზრუნველყოს ყველა სახის რისკის იდენტიფიკაცია, მათ შორის, ახლად გამოვლენილი რისკებისა, და ასევე ნებისმიერი სახის საჭირო კორექტირებების შეტანა საპენსიო ფონდის რისკის მართვის ჩარჩოში.

2. რისკის კომიტეტის მიერ შემუშავებული რისკის მართვის ჩარჩოს ან მისი შემდგომი ცვლილებების პროექტის ეროვნულ ბანკთან შეთანხმების მიზნით მმართველობითი საბჭო ან მმართველობითი საბჭოს მიერ დელეგირების საფუძველზე რისკის კომიტეტი წარუდგენს ეროვნულ ბანკს ელექტრონული ფოსტით და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით.

3. რისკის მართვის ჩარჩოს ან მისი შემდგომი ცვლილებების პროექტს ეროვნული ბანკი განიხილავს მისი მიღებიდან 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში, რის შესახებაც წერილობით ეცნობება საპენსიო ფონდს. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღით, რის თაობაზეც საპენსიო ფონდს წინასწარ წერილობით ეცნობება. ამ პუნქტით განსაზღვრული ვადის ათვლისას არ გაითვალისწინება პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მმართველობითმა საბჭომ/რისკის კომიტეტმა, ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა წარადგინოს ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში ვადის დინება განახლდება შესაბამისი ინფორმაციის წარდგენისთანავე.

4. თუ  მმართველობითი საბჭო/რისკის კომიტეტი ეროვნული ბანკისგან მიიღებს შენიშვნებს რისკის მართვის ჩარჩოს ან მისი შემდგომი ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით, მმართველობითი საბჭო/რისკის კომიტეტი აღნიშნულ შენიშვნებს განიხილავს უახლოეს სხდომაზე და, საჭიროების შემთხვევაში, შეიტანს პროექტში შესწორებებს. შესწორებულ პროექტს მმართველობითი საბჭო/რისკის კომიტეტი წარუდგენს ეროვნულ ბანკს ხელახალი  განხილვისთვის ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისა