აუდიტის კომიტეტი უნდა შედგებოდეს მმართველობითი საბჭოს იმ წევრებისგან, რომლებიც საპენსიო ფონდის დირექტორები არ არიან. აუდიტის კომიტეტი სხვა ფუნქციებთან ერთად პასუხისმგებელია:

ა) შეიმუშაოს აუდიტის კომიტეტის წესდება და დასამტკიცებლად წარუდგინოს მმართველობით საბჭოს;

ბ) განსაზღვროს შიდა აუდიტისა და ფინანსური ანგარიშგების პოლიტიკა;

გ) სხდომაზე მოიწვიოს შიდა აუდიტის უფროსი. შიდა აუდიტის უფროსი უფლებამოსილი არ არის, მონაწილეობა მიიღოს აუდიტის კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღებაში;

დ) მონიტორინგი გაუწიოს ფინანსური და არაფინანსური ანგარიშგების შედგენის პროცესებს;

ე) გარე აუდიტის განსახორციელებლად შეარჩიოს აუდიტორული ფირმა და წარუდგინოს იგი მმართველობით საბჭოს, აგრეთვე, მონიტორინგი გაუწიოს და აქტიურად ითანამშრომლოს  შიდა და გარე აუდიტორებთან;

ვ) სულ მცირე, წელიწადში ერთხელ შეაფასოს შიდა აუდიტის საქმიანობის ეფექტიანობა და დამოუკიდებლობა;

ზ) განიხილოს გარე აუდიტორის მიერ მომზადებული სარეკომენდაციო წერილი;

თ) განიხილოს და მმართველობით საბჭოსთან შეათანხმოს ჩასატარებელი შიდა აუდიტის გეგმა და ჩატარების სიხშირე;

ი) მიიღოს შიდა აუდიტის ანგარიშგებები და უზრუნველყოს საპენსიო ფონდის მხრიდან სათანადო ღონისძიებების დროულად გატარება აუდიტის პროცესში ან კონტროლის სხვა ფუნქციების განხორციელებისას, მის მიერ იდენტიფიცირებული კანონმდებლობასთან შეუსაბამობის ან სხვა ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად;

კ) განიხილოს საპენსიო ფონდის რისკის მართვის მთლიანი ჩარჩო, მათ შორის, შიდა კონტროლის სისტემების ეფექტურობა და სტრუქტურა, ასევე, პირთა მოსაზრებები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირები