აუდიტზე პასუხისმგებელმა პირმა უნდა უზრუნველყოს კავშირის დამყარება აუდიტის ობიექტთან, რათა:

ა) განსაზღვროს საკომუნიკაციო არხები აუდიტის ობიექტის წარმომადგენლებთან;

ბ) დაადასტუროს აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება;

გ) მიაწოდოს ინფორმაცია აუდიტის მიზნების, ფარგლების, კრიტერიუმების, მეთოდების და აუდიტის ჯგუფის წევრების შესახებ, მათ შორის ტექნიკური სპეციალისტების შესახებ;

დ) დაგეგმვის მიზნით მოითხოვოს წვდომა რელევანტურ ინფორმაციაზე;

ე) განსაზღვროს შესაბამისი საკანონმდებლო და მარეგულირებელი მოთხოვნები და სხვა მოთხოვნები დაკავშირებული აუდიტის ობიექტის აქტივობებთან, პროცესებთან, პროდუქტებთან და სერვისებთან;

ვ) მიაღწიოს შეთანხმებას აუდიტის ობიექტთან კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების ფარგლების და მოპყრობის შესახებ;

ზ) შეათანხმოს აუდიტის ღონისძიებები, მათ შორის დროის გრაფიკი;

თ) შეათანხმოს ცალკეულ ლოკაციებზე დაშვებასთან, ასევე ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და კონფიდენციალობის დაცვასთან დაკავშირებული საკითხები და ა.შ.;

ი) შეათანხმოს დამკვირვებლების და, საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმნების დასწრების საკითხ