1. აუდიტორული მტკიცებულებები ფასდება აუდიტის კრიტერიუმებთან მიმართებაში აუდიტის გარემოებების დადგენის მიზნით. აუდიტით დადგენილი გარემოება შესაძლოა განსაზღვრავდეს აუდიტის კრიტერიუმთან შესაბამისობას ან შეუსაბამობას. შეუსაბამობები და მისი დამადასტურებელი მტკიცებულებები უნდა იქნეს დოკუმენტურად დაფიქსირებული.
2. შეუსაბამობა უნდა შეფასდეს რიცხობრივი (მაგ.: 1-დან 5-მდე) ან ხარისხობრივი (მაგ.: მცირე, საშუალო და ა.შ.) შკალით ორგანიზაციის კონტექსტიდან და მისი რისკებიდან გამომდინარე. შეუსაბამობები გავლილი უნდა იქნეს აუდიტის ობიექტთან აუდიტორული მტკიცებულების სიზუსტის გადამოწმების და აუდიტის ობიექტის მიერ შეუსაბამობის ზუსტი აღქმის უზრუნველყოფის მიზნით. პრობლემური საკითხები, რომლებზეც შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული დაფიქსირებული უნდა იქნეს აუდიტის მოხსენებაშ