1. აუდიტის დროს შესაძლოა საჭირო იყოს აუდიტის ობიექტთან და პოტენციურად გარე დაინტერესებულ მხარეებთან (მაგ.: მარეგულირებლებთან) საკომუნიკაციო არხების ორგანიზება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საკანონმდებლო ან მარეგულირებელი მოთხოვნები ითვალისწინებს შეუსაბამობების სავალდებულო მოხსენებას.
2. აუდიტის ჯგუფი უნდა ახდენდეს აუდიტის მიმდინარეობის პერიოდულ შეფასებას და, საჭიროების შემთხვევაში, ფუნქციების და მოვალეობების გადანაწილებას აუდიტის ჯგუფის წევრებს შორის.
3. აუდიტის დროს შეგროვებული მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ მნიშვნელოვან და იმწუთიერ რისკებზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობს აუდიტის ობიექტს. გამოვლენილი პრობლემა, რომელიც სცდება აუდიტის ფარგლებს, უნდა იქნეს დაფიქსირებული და მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება აუდიტის ობიექტის ინფორმირების მიზანშეწონილობის თაობაზე.
4. თუ აუდიტორული მტკიცებულება მეტყველებს, რომ აუდიტის მიზნების მიღწევა შეუძლებელია, აღნიშნულის შესახებ უნდა ეცნობოს აუდიტის ობიექტს შემდგომი ქმედებების განსაზღვრის მიზნით. აღნიშნული ქმედებები შესაძლოა მოიცავდეს ცვლილებებს აუდიტის გეგმაში, აუდიტის მიზნებსა და აუდიტის ფარგლებში ან აუდიტის შეწყვეტას.
5. გეგმაში განსახორციელებელი ცვლილებები, რომელთა საჭიროებაც შესაძლოა გამოვლენილ იქნეს აუდიტის მიმდინაროების პროცესში, უნდა შეთანხმდეს აუდიტორს და აუდიტის ობიექტს შორი