1. აუდიტის ჩატარებაზე პასუხისმგებელმა პირმა უნდა უზრუნველყოს, რომ აუდიტის ჩანაწერები იწარმოება, იმართება და ინახება აუდიტის განხორციელების დადასტურების მიზნით. უნდა იქნეს მიღებული შესაბამისი პროცესები/ზომები აუდიტის ჩანაწერების კონფიდენციალობის დასაცავად.
2. ჩანაწერები შესაძლოა მოიცავდეს:
ა) აუდიტის დროით გრაფიკს;
ბ) აუდიტის მიზნებს და ფარგლებს;
გ) აუდიტის ჩატარებასთან დაკავშირებულ რისკებს და შესაძლებლობებს და გარე და შიდა პრობლემებს;
დ) აუდიტის ეფექტიანობის გადახედვას.
ე) აუდიტის გეგმებს და აუდიტის მოხსენებებს;
ვ) აუდიტორულ მტკიცებულებებს და აუდიტის მიერ დადგენილ გარემოებებს;
ზ) შეუსაბამობების მოხსენებებს;
თ) მაკორექტირებელი ქმედებების მოხსენებებს;
ი) აუდიტის შემდგომ მოხსენებებს;
კ) აუდიტის განმახორციელებელი პირების, მათი შერჩევის და მათი კომპეტენციის შესახებ ჩანაწერებს.
3. ჩანაწერების ფორმა და დეტალიზაცია უნდა იძლეოდეს აუდიტის შედეგების მიღწევის შესახებ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას.
აუდიტის განხორციელე