1. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული რისკები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიონ აუდიტის მიზნების მიღწევაზე. აუდიტის განმახორციელებელმა პირებმა უნდა განსაზღვრონ და აუდიტის ობიექტს წარუდგინონ რისკები და შესაძლებლობები, რომლებიც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული აუდიტის დაგეგმვის და რესურსების განსაზღვრის დროს. რისკები შესაძლოა უკავშირდებოდეს:

ა) დაგეგმვას – მაგალითად, აუდიტის არასათანადო მიზნების, აუდიტის ფარგლების, ხანგრძლივობის, ლოკაციების და დროის გრაფიკების არასათანადო განსაზღვრას;

ბ) რესურსებს – არასაკმარისი დროის, აღჭურვილობის ან/და ტრენინგების გამოყოფას აუდიტის დაგეგმვის და ჩატარების დროს; აუდიტისთვის საჭირო რესურსების განსაზღვრისას აუცილებელია მხედველობაში იქნეს მიღებული შემდეგი გარემოებები:

ბ.ა) ფინანსური და დროითი რესურსები, რომლებიც საჭიროა აუდიტის ღონისძიებების განსაზღვრის აღსრულების, მართვის და გაუმჯობესების მიზნით;

ბ.ბ) აუდიტის მეთოდები;

ბ.გ) აუდიტორების და ტექნიკური სპეციალისტების ხელმისაწვდომობა, რომლებსაც აქვთ სათანადო კომპეტენცია ამ კონკრეტული აუდიტის მიზნებისთვის;

ბ.დ) აუდიტის ფარგლები, აუდიტის რისკები და შესაძლებლობები;

ბ.ე) მოგზაურობასთან, მათ შორის განთავსებასთან დაკავშირებული ხარჯები, დრო და ა.შ.;

ბ.ვ) საინფორმაციო და საკომუნიკაციო საშუალებების ხელმისაწვდომობა (მაგ.: ტექნიკური აღჭურვილობა, რომელიც საჭიროა დისტანციური აუდიტის განსახორციელებლად);

ბ.ზ) სპეციალური საშუალებების, ტექნოლოგიების და აღჭურვილობის საჭიროება და ხელმისაწვდომობა;

ბ.თ) საჭირო დოკუმენტირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;

ბ.ი) ნებართვების დაშვებების საჭიროება და მათი ხელმისაწვდომობა;

გ) აუდიტის ჯგუფის შერჩევას – მაგალითად, აუდიტის ეფექტიანი განხორციელებისთვის არასაკმარის კომპეტენციას;

დ) დოკუმენტირებული ინფორმაციის კონტროლს – მაგალითად აუდიტორებისთვის საჭირო დოკუმენტირებული ინფორმაციის არასწორ განსაზღვრას, აუდიტის ჩანაწერების დაუცველობას და ა.შ.

2. აუდიტის გაუმჯობესების შესაძლებლობები შესაძლოა მოიცავდეს:

ა) რამდენიმე აუდიტორული ღონისძიების ერთი ვიზიტის ფარგლებში განხორციელებას;

ბ) ადგილზე მისასვლელად დროის და ხარჯების მაქსიმალურად შემცირებას;

გ) აუდიტის განხორციელების თარიღების დაგეგმვას აუდიტის ობიექტის წამყვანი თანამშრომლების ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით და ა.