1. აუდიტის განხორციელების დაწყებამდე უნდა შედგეს აუდიტის განხორციელების გეგმა. აუდიტის გეგმა უნდა მოიცავდეს ინფორმაციას და რესურსებს, რომლებიც აუცილებელია აუდიტორების მიერ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში აუდიტის ეფექტიანი განხორციელებისთვის. კერძოდ, გეგმა უნდა განსაზღვრავდეს:

ა) აუდიტის მიზნებს;

ბ) აუდიტის განხორციელებასთან დაკავშირებულ რისკებს და შესაძლებლობებს;

გ) აუდიტის ფარგლებს, კერძოდ, აუდიტის ობიექტის იუმს-ის ფარგლებში არსებულ ფუნქციებს, პროცესებს და ლოკაციებს (ფიზიკურს და ვირტუალურს), რომლებიც ექვემდებარებიან აუდიტს;

დ) აუდიტის დროით გრაფიკს;

ე) აუდიტის ტიპს (შიდა ან გარე აუდიტი);

ვ) აუდიტის კრიტერიუმებს;

ზ) აუდიტის მეთოდებს;

თ) აუდიტორების შერჩევის კრიტერიუმებს;

ი) შესაბამის დოკუმენტირებულ ინფორმაციას.

2. აუდიტის გეგმის დეტალიზაცია და ფარგლები შესაძლოა განსხვავდებოდეს სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით (მაგ.: პირველი და მომდევნო აუდიტი, ასევე შიდა და გარე აუდიტი). აუდიტის გეგმა  უნდა იძლეოდეს მასში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობას აუდიტის ღონისძიებების განხორციელების პროცესში.

3. აუდიტის მიზნების მისაღწევად აუდიტის განხორციელება უნდა კონტროლდებოდეს და იზომებოდეს მიმდინარე რეჟიმში. აუდიტის გეგმა უნდა გადაიხედოს მასში ცვლილებების შეტანის საჭიროების განსაზღვრის მიზნი