აუდიტის პრინციპებია:
ა) მთლიანობა – გულისხმობს, რომ აუდიტორები საქმიანობას ახორციელებენ:
ა.ა) ეთიკურად, პატიოსნად და პასუხისმგებლობით;
ა.ბ) მხოლოდ სათანადო კომპეტენციის შემთხვევაში;
ა.გ) დამოუკიდებლად;
ბ) სამართლიანი ასახვა – ზუსტი და სანდო ასახვის ვალდებულება;
გ) სათანადო პროფესიული მზრუნველობა – აუდიტის დროს დასაბუთებული მსჯელობა და გულმოდგინება;
დ) კონფიდენციალობა – ინფორმაციის უსაფრთხოება;
ე) დამოუკიდებლობა – აუდიტის მიუკერძოებლობის და აუდიტის დასკვნების ობიექტურობის საფუძველი;
ვ) მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომა – რაციონალური მეთოდი სანდო და განმეორებადი აუდიტორული დასკვნის მისაღებად სისტემური აუდიტის პროცესში;
ზ) რისკებზე დაფუძნებული მიდგომა – აუდიტორული მიდგომა, რომელიც მხედველობაში იღებს რისკებს და შესაძლებლობებ