1. მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო აუდიტს „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, არაუმეტეს წელიწადში ერთხელ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწვეულმა აუდიტორმა შეიძლება ჩაატაროს მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის დამოუკიდებელი აუდიტი. საკრებულო დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით. დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში და დასკვნა წარედგინება საკრებულოს, ეგზავნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და ქვეყნდება საჯაროდ.
3. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს და მერიის საქმიანობის შიდა აუდიტი ხორციელდება „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მერიის დებულების შესაბამისად. შიდა აუდიტის განმახორციელებელ სუბიექტებს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო მერიის დებულებით.
საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1251 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის ორგანული კანონი №3384 – ვებგვერდი, 24.09.2018წ.
თავი XVIIIპირდაპირი სახელმწიფო მმართველობა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დათხოვნა და მისი საქმიანობის შეჩერება, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1251 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6853 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 15.07.2020 ორგანული კანონი №6853
- 26.07.2017 ორგანული კანონი №1251
- 05.09.2018 ორგანული კანონი №3384
- 26.07.2017 ორგანული კანონი №1251
წინა რედაქცია (19.02.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 140. მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო აუდიტი, დამოუკიდებელი აუდიტი და შიდა აუდიტი 1. მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო აუდიტს „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. 2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, არაუმეტეს წელიწადში ერთხელ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწვეულმა აუდიტორმა შეიძლება ჩაატაროს მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის დამოუკიდებელი აუდიტი. საკრებულო დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით. დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში და დასკვნა წარედგინება საკრებულოს, ეგზავნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და ქვეყნდება საჯაროდ. 3. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსა და გამგეობის/მერიის საქმიანობის შიდა აუდიტი ხორციელდება „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და გამგეობის/მერიის დებულების შესაბამისად. შიდა აუდიტის განმახორციელებელ სუბიექტებს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო გამგეობის/მერიის დებულებით. თავი XVIIIპირდაპირი სახელმწიფო მმართველობა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დათხოვნა და მისი საქმიანობის შეჩერება, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის/მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა