1. სააგენტოს მიერ განხორციელებული ოპერაციებისა და საქმიანობის მონიტორინგის მიზნით, ამ კანონის, სააგენტოს დებულებისა და შესაბამისი ინსტრუქციის თანახმად სააგენტოში ხორციელდება შიდა აუდიტი სააგენტოს მმართველობის, რისკის მართვისა და შიდა კონტროლის პროცესების ქმედითობის, აგრეთვე საბუღალტრო და ფინანსური ინფორმაციების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესაფასებლად.
2. სააგენტოს ანგარიშგების აუდიტსა და ფონდის აქტივების შეფასებას ყოველწლიურად ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეული აუდიტორი.
3. სააგენტოსთვის აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლება აქვს იმ აუდიტორულ (აუდიტურ) ფირმას, რომელმაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დადგენილი წესით გაიარა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საზოგადოებრივი დაინტერესების პირის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისთვის მოთხოვნილი, შესაბამისი ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგი.
4. სააგენტოს ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დასკვნა საჯაროა და სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება.
საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ.
საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2290 – ვებგვერდი, 13.12.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2606 – ვებგვერდი, 10.03.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.02.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 22.02.2023 კანონი №2606
- 01.12.2022 კანონი №2290
- 28.04.2021 კანონი №473
წინა რედაქცია (02.06.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 22. აუდიტი 1. სააგენტოს მიერ განხორციელებული ოპერაციებისა და საქმიანობის მონიტორინგის მიზნით, ამ კანონის, სააგენტოს დებულებისა და შესაბამისი ინსტრუქციის შესთაბნახმისად სააგენტოში ხორციელდება შიდა აუდიტი , რაც უზრუნველყოფს სააგენტოს სმმართველობუღის, რისკის მალტროთვისა და ფშინდა კონსუტრი ინფოლის პრმაოცესების ქმედითობის, აგრეთვე შესაბუღამისილტრო და ფინანსური გაინფორმაცხადიების სანდოობისა და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმსაფასებლასდ. 2. სააგენტოს ანგარიშგების აუდიტსა და ფონდის აქტივების შეფასებას ყოველწლიურად ახორციელებს საბჭქართველოს კანონმდებლობის შერსაბამისად შერჩეული გარე აუდიტორი. 3. სააგენტოსთვის აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლება აქვს იმ აუდიტორულ (აუდიტურ) ფირმას, რომელმაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დადგენილი წესით გაიარა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საზოგადოებრივი დაინტერესების პირების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისათვის მოთხოვნილი, შესაბამისი ხარისხის კონტმაროლთვის სისტემის მონიტორინგი. 4. სააგენტოს ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დასკვნა საჯაროა და სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება.