1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მოთხოვნათა შესასრულებლად, პარტიის/საარჩევნო სუბიექტების ფინანსური საქმიანობის აუდიტის განხორციელების უფლება აქვს „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად სერტიფიცირებულ აუდიტორს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სერტიფიცირებული აუდიტორი პარტიის/საარჩევნო სუბიექტების ფინანსური საქმიანობის აუდიტს ატარებს ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ დადგენილი აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები