ამ წესით განსაზღვრული ფინანსური ანგარიშის ფორმების ტექნიკურად სწორად შესავსებად გამოყენებული უნდა იქნეს შემდეგი წესები:
ა) ფორმების ელექტრონულ ვერსიაში ფერადი ფონის მქონე გრაფა არ ივსება. აღნიშნული მონიშვნა მიუთითებს, რომ მასში შეტანილია ფორმულა და სხვა გრაფების შევსების შემთხვევაში ეს გრაფა ავტომატურად შეივსება;
ბ) სიმბოლო – „* “ ნიშნავს, რომ ფორმის ბოლოს მითითებულია ამ სვეტის სწორად შევსების წესი;
გ) იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშვალდებულ პირს რაიმე სახის ტრანზაქცია, საქმიანობა ან ოპერაცია არ განუხორციელებია, შესაბამისი მონაცემის გრაფა უნდა დარჩეს ცარიელი;
დ) შენიშვნების გრაფა ივსება გაუთვალისწინებელი გარემოების არსებობის შემთხვევაში;
ე) ბანკების დასახელების შევსება ხდება იმავე გრაფაში არსებული ჩამონათვალიდან;
ვ) იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ფორმის სტრიქონების რაოდენობა არ არის საკმარისი არსებული ინფორმაციის შესავსებად, ელექტრონულ ფორმატში მთლიანად უნდა გამრავლდეს ცხრილის ბოლო სტრიქონი და ამ წესით გაიზარდოს სტრიქონების რაოდენობა. აღნიშნული უზრუნველყოფს ფორმატის დაცვას და ფორმულების სწორად ფუნქციონირება