1. გრაფა 1 – მიეთითება ექსპორტიორის სამართლებრივი ფორმა და დასახელება, იურიდიული მისამართი და ქვეყანა.
2. გრაფა 2 – მიეთითება საქონლის მიმღების დასახელება, იურიდიული მისამართი და ქვეყანა ისეთი სიზუსტით, რამდენადაც ეს ცნობილია.
3. გრაფა 3 – ეს გრაფა შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამატებითი ინფორმაციის შესატანად სატრანსპორტო საშუალებისა და მისი მარშრუტის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ ეს ცნობილია.
4. გრაფა 4 – ეს გრაფა დატოვებულია დამატებითი ოფიციალური ცნობებისათვის. შევსება არ არის სავალდებულო.
5. გრაფა 5 – მიეთითება საქონლის ნუმერაცია იმ შემთხვევაში, თუ ერთ სერტიფიკატში რამდენიმე სახეობის საქონლის ჩამონათვალია. შევსება არ არის სავალდებულო.
6. გრაფა 6 – მიეთითება საქონლის შეკვრების ნომერი და ნიშნები. შევსება არ არის სავალდებულო.
7. გრაფა 7 – მიეთითება საქონლის შეკვრების რაოდენობა და სახეობა, საქონლის დასახელება (სეს ესნ-ის კოდი (არანაკლებ ოთხნიშნა დონეზე) და სხვა ცნობები, რაც საქონლის იდენტიფიკაციისათვის არის აუცილებელი.
8. გრაფა 8 – მიეთითება წარმოშობის კრიტერიუმები.
9. გრაფა 9 – მიეთითება საქონლის ბრუტო წონა ან საქონლის სხვა რაოდენობრივი მაჩვენებელი.
10. გრაფა 10 – მიეთითება საქონლის ანგარიშფაქტურის (ინვოისის) ნომერი და თარიღი.
11. გრაფა 11 – მიეთითება სერტიფიკატის გამცემი ორგანოს უფლებამოსილი პირის თანამდებობა, დამოწმებული მისი ხელმოწერით და ბეჭდით.
12. გრაფა 12 – ისმება ექსპორტიორის ხელმოწერა და ბეჭედი (არსებობის შემთხვევაში).
13. წარმოშობის სერტიფიკატის შევსების დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები:
ა) ბლანკები შესაძლებელია შეივსოს ნებისმიერი ხერხით. ამასთან, ჩანაწერები არ უნდა იშლებოდეს და გარკვევით უნდა იყოს დაწერილი;
ბ) სერტიფიკატებზე აღნიშვნებისა და შესწორებების შემთხვევაში აუცილებელია მისი დამოწმება ბეჭდით;
გ) მე-5–მე-10 გრაფების შეუვსებელ ნაწილში აუცილებლად უნდა იყოს გასმული ხაზი, მათში შემდგომი დამატებების შეტანის თავიდან ასაცილებლა