შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის
სერტიფიკატი –ფორმა „A“-ს (დანართი №3) ფორმა, შევსების
ენა
და
გაცემა
1. საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი – ფორმა „A“ (შემდგომში – პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი) არის საქონლის აღწერის განსაზღვრული ფორმის დოკუმენტი, რომლითაც მისი გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანო ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საქონელი, რომელზეც გაცემულია ეს სერტიფიკატი, წარმოშობილია მოცემული ქვეყნიდან.
2. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის ბლანკები უნდა იყოს დაბეჭდილი ინგლისურ ენაზე.
3. საქართველოში პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანოები ვალდებული არიან შეინახონ სულ ცოტა 3 წლის განმავლობაში განცხადებები ან საკონტროლო ეგზემპლარები, რომლებიც ეხება მათ მიერ გაცემულ პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატებს.
4. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი უნდა გაფორმდეს A4 ფორმატის (210X297მმ) საერთაშორისო ნიმუშის ბლანკზე, რომელიც შემუშავებულია სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (სსო) მიერ.
5. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი ივსება 3 ეგზემპლარად, რომელთაგან ორი არის ფერადი, ხოლო ერთი – თეთრი.
6. ერთი ფერადი და თეთრი ეგზემპლარი გადაეცემა ექსპორტიორს, ხოლო ერთი ფერადი ეგზემპლარი რჩება გამცემ ორგანოს.
7. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის როგორც ფერადი, ისე თეთრი ეგზემპლარები წარმოადგენს ორიგინალს. საქონლის ექსპორტისას საბაჟო ორგანოში თეთრი ფერის ეგზემპლარის წარდგენა ნებაყოფლობითია.
8. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში ექსპორტიორის განცხადების საფუძველზე დამატებით შეიძლება გაიცეს პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის დუბლიკატი.
9. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში გამცემი ორგანოს უფლებამოსილი პირი ექსპორტიორს გადასცემს დადგენილი წესით გაფორმებულ პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის ეგზემპლარებს და შესაბამის ჩანაწერს აკეთებს რეესტრში.
10. განმცხადებლის მიერ შესაბამისი რაოდენობის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის მიღება დასტურდება რეესტრში მისი ხელმოწერით.
11. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა ექსპორტიორის განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
12. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილება უნდა იყოს მოტივირებული, რის შესახებაც შესაბამისი ჩანაწერი კეთდება რეესტრში. განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ გამცემი ორგანო მას აცნობებს წერილობით.
13. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტებია:
ა) განცხადება (უნდა შეიცავდეს საქონლის დასახელებას სეს ესნ-ის თერთმეტნიშნა კოდის დონეზე, საქონლის ოდენობას, ექსპორტიორისა და იმპორტიორის დასახელებას, მისამართსა და ქვეყანას);
ბ) დეკლარაცია საქონლის კუთვნილებისა და კრიტერიუმების შესახებ, ამ დადგენილების №4 დანართის შესაბამისად;
გ) ანგარიშფაქტურა (ინვოისი).
დ) შესაბამისობის სერტიფიკატი − ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ექსპორტის შემთხვევაში;
ე) საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი დოკუმენტი, რომელიც უფლებამოსილმა ორგანომ შესაძლებელია მოითხოვოს საქონლის წარმოშობის დადგენის მიზნით.
14. ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ექსპორტის შემთხვევაში, საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებისა და აღნიშნული პროდუქციის წარმოებაში გამოყენებული ყურძნისეული ნედლეულის წარმოშობის შესახებ სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
15. პრეფერენციული სერტიფიკატის გამცემი ორგანო იტოვებს და ინახავს განცხადებას და ამ მუხლის მე-13 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტების ასლებს დადგენილი წესი