წარმოშობის
სერტიფიკატი CT-1-ის
შევსების
ენა
და
გაცემა

1. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი CT-1 (შემდგომში – წარმოშობის სერტიფიკატი CT-1) არის საქონლის აღწერის განსაზღვრული ფორმის დოკუმენტი, რომლითაც მისი გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანო ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საქონელი, რომელზეც გაცემულია ეს სერტიფიკატი, წარმოშობილია მოცემული ქვეყნიდან.

2. წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის სერტიფიკატის ბლანკები უნდა იყოს დაბეჭდილი რუსულ ენაზე.

3. საქართველოში წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანოები ვალდებული არიან სულ ცოტა 3 წლის განმავლობაში შეინახონ განცხადებები ან საკონტროლო ეგზემპლარები, რომლებიც ეხება მათ მიერ გაცემულ წარმოშობის სერტიფიკატებს CT-1.

4. წარმოშობის სერტიფიკატი CT-1 უნდა გაფორმდეს A4 ფორმატის (210X297 მმ) საერთაშორისო ნიმუშის ბლანკზე, რომელიც შემუშავებულია სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (სსო) მიერ.

5. წარმოშობის სერტიფიკატი CT-1 ივსება 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი არის ფერადი, ხოლო დანარჩენი – თეთრი.

6. ფერადი და ორი თეთრი ეგზემპლარი გადაეცემა ექსპორტიორს, ხოლო ერთი თეთრი ეგზემპლარი რჩება გამცემ ორგანოს.

7. წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის როგორც ფერადი, ისე თეთრი ეგზემპლარები წარმოადგენს ორიგინალს. საბაჟო ორგანოში საქონლის ექსპორტისას თეთრი ფერის ეგზემპლარის წარდგენა ნებაყოფლობითია.

8. წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში ექსპორტიორის განაცხადის საფუძველზე დამატებით შეიძლება გაიცეს წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის დუბლიკატი.

9. წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის გაცემის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამცემი ორგანოს უფლებამოსილი პირი ექსპორტიორს გადასცემს დადგენილი წესით გაფორმებულ წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის ეგზემპლარებს და შესაბამის ჩანაწერს აკეთებს რეესტრში.

10. განმცხადებლის მიერ შესაბამისი რაოდენობის წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის მიღება დასტურდება რეესტრში მისი ხელმოწერით.

11. წარმოშობის სერტიფიკატი CT-1 გაიცემა ექსპორტიორის განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

12. წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის გაცემის შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილება უნდა იყოს მოტივირებული, რის შესახებაც ჩანაწერი კეთდება რეესტრში. განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ გამცემი ორგანო მას აცნობებს წერილობით.

13. წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტებია:

ა) განცხადება (უნდა შეიცავდეს საქონლის დასახელებას სეს ესნ-ის კოდის ოთხნიშნა დონეზე მითითებით, საქონლის ოდენობას, ექსპორტიორისა და იმპორტიორის დასახელებას, მისამართსა და ქვეყანას);

ბ) დეკლარაცია საქონლის კუთვნილებისა და კრიტერიუმების შესახებ, ამ დადგენილების №4 დანართის შესაბამისად;

გ) ანგარიშფაქტურა (ინვოისი);

დ) შესაბამისობის სერტიფიკატი − ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ექსპორტის შემთხვევაში;

ე) საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი დოკუმენტი, რომელიც უფლებამოსილმა ორგანომ შესაძლებელია მოითხოვოს საქონლის წარმოშობის დადგენის მიზნით.

14. ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ექსპორტის შემთხვევაში, საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი CT-1 გაიცემა ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებისა და აღნიშნული პროდუქციის წარმოებაში გამოყენებული ყურძნისეული ნედლეულის წარმოშობის შესახებ სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

15. სერტიფიკატის გამცემი ორგანო იტოვებს და ინახავს განცხადებას და ამ მუხლის მე-13 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტების ასლებს დადგენილი წესი