1. ოპერაციები, რომლებიც ვერ უზრუნველყოფს საქონლის ძირითადი მახასიათებლების ან თვისებების მიღებას ან უზრუნველყოფენ მათ მხოლოდ უმნიშვნელო ოდენობით, ძირითადად კი, ოპერაციები, რომლებიც შეიცავს ერთ ან რამდენიმე ოპერაციას ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, არ უნდა იქნეს მიჩნეული როგორც საქონლის წარმოებისა და გადამუშავებისათვის მნიშვნელოვანი ოპერაციები:
ა) ოპერაციები, რომლებიც აუცილებელია საქონლის ტრანსპორტირების ან შენახვის უზრუნველსაყოფად;
ბ) საქონლის გარეგანი სახის ან კომერციული ხარისხის გაუმჯობესების ან მისი ტრანსპორტირებისათვის მომზადების ოპერაციები, რომლებშიც შედის საქონლის პარტიის დაყოფა, შეფუთვების დაჯგუფება, სორტირება, მარკირება, მეორეული შეფუთვა;
გ) მარტივი აწყობითი ოპერაციები;
დ) სხვადასხვა წარმოშობის საქონლის შერევა იმ პირობით, რომ მიღებული პროდუქციის მახასიათებლები არსებითად არ განსხვავდება იმ პროდუქტების მახასიათებლებისაგან, რომელთა შერევაც ხდება.
2. აუწყობელი ან დაშლილი საქონელი, რომლის შემოტანა ხდება ორზე მეტი პარტიით, მათი ერთი პარტიით შემოტანის მიზანშეუწონლობის გამო, სატრანსპორტო ან საწარმოო ხასიათის მიზეზით, იმპორტიორის მოთხოვნით მიჩნეულ უნდა იქნეს ერთ ნაკეთობად მისი წარმოშობის დასადგენად.
3. წარმოშობის განსაზღვრის მიზნით შეფუთვა უნდა ჩაითვალოს იმავე ქვეყანაში წარმოშობილად როგორც შეფუთული საქონელი.
4. საქონლის წარმოშობის განსაზღვრის მიზნით იმ შემთხვევებში, როდესაც ითვლება, რომ შეფუთვა იმავე წარმოშობისაა, რაც საქონელი, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მხოლოდ ის შეფუთვა, რომელშიც ჩვეულებრივ ხდება ამ საქონლის რეალიზაცია საცალო ვაჭრობაში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება ადვალური (ღირებულებითი) წილის კრიტერიუმი.
5. საქონლის წარმოშობის განსაზღვრის დროს არ გაითვალისწინება ენერგიის, მოწყობილობების, მანქანა-იარაღების წარმოშობის ქვეყანა, რომლებიც გამოიყენება საქონლის წარმოებისა და გადამუშავებისათვი