1. ადვალური (ღირებულებითი) წილის კრიტერიუმის გამოყენების დროს საქონელი ჩაითვლება იმ ქვეყანაში წარმოშობილად, სადაც არის წარმოშობილი ამ საქონლის დასამზადებლად გამოყენებული მასალები და ნედლეული, ხოლო ამ მასალებისა და ნედლეულის ღირებულება შეადგენს მზა პროდუქციის ღირებულების სულ ცოტა 51%-ს.

2. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მასალებისა და ნედლეულის წარმოშობის ქვეყნები სხვადასხვაა და მათი საერთო ღირებულება აჭარბებს მზა პროდუქციის ღირებულების 51%-ს, მაშინ მზა პროდუქცია ჩაითვლება იმ ქვეყანაში წარმოშობილად, სადაც არის წარმოშობილი ის მასალა და ნედლეული, რომელთა ღირებულების პროცენტული წილი უდიდესია.

3. იმ შემთხვევებში, როდესაც წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმი გამოიხატება ადვალური (ღირებულებითი) წილის წესით, ღირებულებები, რომელთა გათვალისწინება ხდება, უნდა იყოს შემდეგი:

ა) შემოტანილი მასალებისათვის – მათი საბაჟო ღირებულება შემოტანისას;

ბ) მზა საქონლისათვის – ფასი ფრანკოქარხნის ან ექსპორტის საბაჟო ღირებულების მიხედვი