1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას, თუ ამ საქონელს არ ახლავს წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ხორციელდება საქონლის წარმოშობის დეკლარირება.
2. საქონლის წარმოშობის დეკლარირების მიზნებისათვის საქონლის თანმხლები დოკუმენტებია:
ა) საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება;
ბ) ანგარიშსწორების დოკუმენტები – ანგარიშფაქტურა (ინვოისი), პროფორმა ინვოისი, შეფუთვის ფურცლები;
გ) სერტიფიკატები – შესაბამისობის, საქონლის გადაადგილების (EUR.1), ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული სერტიფიკატები.
3. საქონლის თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად, საქონლის წარმოშობის დეკლარირების მიზნებისათვის, პირის მიერ შესაძლებელია წარდგენილ იქნეს: საქონლის დამამზადებლის ან გამყიდველის მიერ საქონელთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტები, ექსპორტიორი ან/და სატრანზიტო ქვეყნის საბაჟო დეკლარაცია, ექსპორტიორის წერილობითი განაცხადი (დეკლარაცია) ან სხვა დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს მონაცემებს წარმოშობის ქვეყნის შესახებ და თან ახლავს საქონელს ან მიღებულია ფოსტით, ფაქსით ან ელექტრონული ფოსტით.
4. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილ დოკუმენტებში არ არის საკმარისი ინფორმაცია საქონლის წარმოშობის ქვეყნის შესახებ, დეკლარანტის მიერ გამოიყენება მონაცემები, რომლებიც განთავსებულია უშუალოდ საქონელზე: იარლიყები, ეტიკეტები, მარკირება და ა.შ. (გარდა შტრიხ-კოდებისა