1. საქართველოს საბაჟო კოდექსის 36-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქონლისათვის არაპრეფერენციული წარმოშობა განისაზღვრება მოცემულ ქვეყანაში მთლიანად მიღებული საქონლის კრიტერიუმის შესაბამისად;

2. საქართველოს საბაჟო კოდექსის 36-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქონლისათვის არაპრეფერენციული წარმოშობა განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად:

ა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) სასაქონლო პოზიციის პირველ ოთხნიშნა დონეზე ცვლილების კრიტერიუმი;

ბ) ადვალური (ღირებულებითი) წილის კრიტერიუმი;

გ) აუცილებელი პირობების, საწარმოო და ტექნოლოგიური ოპერაციების კრიტერიუმ