1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას, თუ ამ საქონელს არ ახლავს წარმოშობის სერტიფიკატი, საქონლის წარმოშობის დადგენა შესაძლებელია „საქონლის წარმოშობის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილებით“ (შემდგომში − წინასწარი გადაწყვეტილება).

2. წინასწარ გადაწყვეტილებას სავალდებულო იურიდიული ძალა აქვს ყველა საბაჟო ორგანოსათვის მხოლოდ გადაწყვეტილებაში მოცემული საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის საკითხთან მიმართებით, თუ ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია (გამოცემულია) აღნიშნულ საქონელზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენამდე და დეკლარირებული საქონლის ფაქტობრივი მონაცემები და ინფორმაცია სრულად შეესაბამება იმ ინფორმაციას, რომლის საფუძველზედაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება.

3. წინასწარი გადაწყვეტილების მიღებისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში საქონლის სინჯის ან/და ნიმუშის, ლაბორატორიული დასკვნის წარდგენის, გადაწყვეტილების მიღების ან მიღებაზე უარის თქმის, გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 22-ე და 23-ე მუხლების მოთხოვნების შესაბამისა