1. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) სასაქონლო პოზიციის პირველ ოთხნიშნა დონეზე ცვლილების კრიტერიუმი ნიშნავს საქონლის გადამუშავებას მოცემულ ქვეყანაში ისეთი დოზით, როდესაც გადასამუშავებელი საქონელი იცვლის სასაქონლო კოდის პირველი 4 ციფრიდან (სასაქონლო პოზიციიდან) თუნდაც ერთ ნიშანს (ციფრს) (მაგალითად, 2204 შეიცვალა 2205-ით). ამ შემთხვევაში ითვლება, რომ საქონელი წარმოშობილია იმ ქვეყანაში, სადაც განხორციელდა ეს ცვლილება.
2. მოცემული კრიტერიუმით საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის დროს გამოიყენება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა (სეს ესნ