წარმოშობის
სერტიფიკატის (დანართი №2) შევსების
წესი
1. გრაფა 1 – მიეთითება ექსპორტიორის სამართლებრივი ფორმა და დასახელება, იურიდიული მისამართი და ქვეყანა.
2. გრაფა 2 – აღინიშნება სერტიფიკატის ნომერი და მიეთითება „ორიგინალი“. თუ არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა დაკარგული ან დაზიანებული ორიგინალის სანაცვლოდ, ახალ სერტიფიკატზე სათაურთან მიეთითება სიტყვა „დუბლიკატი“. სერტიფიკატის ორიგინალისა და დუბლიკატის ასლებზე სათაურის გვერდით მიეთითება სიტყვა „ასლი“. ეს გრაფა ასევე განკუთვნილია იმ ორგანიზაციის დასახელების (ლოგოტიპი, ემბლემა) მითითებისათვის, რომელიც გასცემს სერტიფიკატს, და უნდა მოიცავდეს ადგილს სხვა ოფიციალური ხასიათის ინფორმაციის შესატანად.
3. გრაფა 3 – მიეთითება იმპორტიორის სამართლებრივი ფორმა და დასახელება, იურიდიული მისამართი და ქვეყანა. ამ გრაფაში გათვალისწინებული ცნობები შეიძლება შეიცვალოს წარწერით „საორდერო“ და, თუ ეს შესაძლებელი იქნა, დანიშნულების ქვეყნის სახელით.
4. გრაფა 4 – ეს გრაფა შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამატებითი ინფორმაციის შესატანად სატრანსპორტო საშუალების, მისი მარშრუტის შესახებ და ა.შ., რომელიც მითითებული იქნება აუცილებლობის შემთხვევაში, არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებით.
5. გრაფა 5 – მიეთითება საქონლის ადგილების რაოდენობა და საქონლის დასახელება სეს ესნ-ის ოთხნიშნა კოდის დონეზე.
6. გრაფა 6 – მიეთითება საქონლის ბრუტო წონა.
7. გრაფა 7 – მიეთითება საქონლის ანგარიშფაქტურის (ინვოისის) ნომერი და თარიღი.
8. გრაფა 8 – ეს გრაფა დატოვებულია ცნობებისათვის (მაგ., რეექსპორტის/ტრანზიტის დროს წინმსწრები სერტიფიკატის რეკვიზიტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში). აქვე დაისმება არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გამცემი ორგანოს ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
9. გრაფა 9 – აღინიშნება საქონლის წარმოშობის ქვეყანა.
10. გრაფა 10 – აღინიშნება სერტიფიკატის გამცემი ორგანო.
11. გრაფა 11 – მიეთითება სერტიფიკატის გაცემის თარიღი და დრო.
12. გრაფა 12 – დაისმება სერტიფიკატის გაცემისათვის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა.
13. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის შევსების დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები:
ა) ბლანკები შესაძლებელია შეივსოს ნებისმიერი ხერხით, ამასთან, ჩანაწერები არ უნდა იშლებოდეს და გარკვევით უნდა იყოს დაწერილი;
ბ) აღნიშვნებისა და შესწორებების გაკეთება არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატებზე დაუშვებელია;
გ) შეუვსებელ გრაფებში აუცილებლად უნდა იყოს გასმული ხაზი მათში შემდგომი დამატებების შეტანის თავიდან ასაცილებლა