1. საქონელი, რომელიც მთლიანად მიღებულია განსაზღვრულ ქვეყანაში, წარმოადგენს ამ ქვეყანაში წარმოშობილს.
2. მოცემულ ქვეყანაში მთლიანად მიღებულად მიიჩნევა მხოლოდ:
ა) სასარგებლო წიაღისეული, მოპოვებული ამ ქვეყნის წიაღებიდან, მისი ტერიტორიული წყლიდან ან ზღვის ფსკერიდან;
ბ) მცენარეული წარმოშობის პროდუქცია, მოყვანილი ან შეგროვებული ამ ქვეყანაში;
გ) ამ ქვეყანაში გაჩენილი და გაზრდილი ცხოველები;
დ) ამ ქვეყანაში ბინადარი ცხოველებისაგან მიღებული პროდუქტები;
ე) ამ ქვეყანაში ნადირობისა და თევზჭერის შედეგად მიღებული პროდუქცია;
ვ) საზღვაო თევზჭერის შედეგად მიღებული და საზღვაო წარმოშობის სხვა პროდუქცია, მოპოვებული ამ ქვეყნის გემის საშუალებით;
ზ) ამ ქვეყნის სარეწ გემზე მიღებული პროდუქცია, რომელიც მხოლოდ ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში აღნიშნული პროდუქციისაგან არის წარმოებული;
თ) პროდუქცია, რომელიც ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მდებარე ზღვის ფსკერიდან ან ზღვის ფსკერის წიაღიდან არის მიღებული, მხოლოდ იმ პირობით, თუ ქვეყანას აქვს ზღვის ფსკერის ან წიაღის ამ მონაკვეთის დამუშავების საგანგებო უფლებები;
ი) საწარმოო ოპერაციების შედეგად მიღებული ნარჩენები, ჯართი და ნახმარი ნაკეთობები, რომელთა შეგროვება განხორციელდა ამ ქვეყანაში და რომელთა გამოყენება შეიძლება მხოლოდ ნედლეულად გადამუშავებისათვის;
კ) საქონელი, რომელიც წარმოებულია ამ ქვეყანაში ამ პუნქტის „ა“ – „ი“ ქვეპუნქტებში მითითებული პროდუქციისაგა