მე-2 მუხლის (წარმოშობის მქონე საქონელი) (a) ქვეპუნქტის მიზნებისათვის, შემდეგი საქონელი შეიძლება ჩაითვალოს, როგორც მთლიანად მიღებული მხარის ტერიტორიაზე:

(a) მხარის ტერიტორიაზე დაბადებული და გაზრდილი ცოცხალი ცხოველები;

(b) (a) ქვეპუნქტში მითითებული ცოცხალი ცხოველებიდან მიღებული საქონელი;

(c) მხარის ტერიტორიაზე გაზრდილი, მომკილი, აღებული ან შეგროვებული მცენარეული პროდუქტები;

(d) მხარის ტერიტორიაზე განხორციელებული ნადირობით, ხაფანგით დაჭერით, თევზაობით, აკვაკულტურით, შეგროვებით ან დაჭერით მიღებული საქონელი;

(e) მინერალები და სხვა ბუნებრივი ნივთიერებები, რომლებსაც არ შეიცავს ზემოხსენებული (a)-დან (d)-მდე ქვეპუნქტები და რომლებიც მოპოვებული ან მიღებულია მისი ნიადაგიდან, წყლებიდან, ზღვის ფსკერიდან ან ზღვის ფსკერის ქვეშ ქვენიადაგიდან;

(f) მხარის ტერიტორიული წყლების გარეთ წყლებიდან, ზღვის ფსკერიდან ან ზღვის ფსკერის ქვეშ ქვენიადაგიდან მოპოვებული საქონელი, იმ შემთხვევაში, თუ მხარეს აქვს ამგვარი წყლების, ზღვის ფსკერის ან ზღვის ფსკერის ქვეშ ქვენიდაგის ექსპლუატაციის უფლება, შესაბამისი საერთაშორისო შეთახმებების თანახმად, რომლის მხარესაც წარმოადგენს აღნიშნული მხარე;

(g) მხარის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამ მხარის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდის მიერ მხარის ტერიტორიული წლების გარედან მიღებული საზღვაო თევზჭერის საქონელი და სხვა საზღვაო პროდუქტები;

(h) მხარის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამ მხარის დროშის ქვეშ მცურავი გემის ბორტზე ქარხნის მიერ დამუშავებული ან დამზადებული საქონელი, რომელიც ექსკლუზიურადაა მიღებული (g) ქვეპუნქტში მითითებული საქონლიდან;

(i) მხარის ტერიტორიაზე გადამუშავების შედეგად მიღებული ჯართი და ნარჩენები, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ ნედლეულის აღსადგენად.

(j) იქ მოპოვებული გამოყენებული საქონელი, რომელიც გამოიყენება მხოლოდ ნედლეულის აღსადგენად; ან

(k) მხარის ტერიტორიაზე მთლიანად წარმოებული საქონელი, რომელიც ექსკლუზიურადაა მიღებული (a)-დან (j)-მდე ქვეპუნქტებში მითითებული საქონლიდა